"გენტმა" გაიმარჯვა - ჩაკვეტაძე ისევ სათადარიგო იყო

AutoSharing Option
26 დეკემბერს, ბელგიის ჩემპიონატის 21-ე ტურში "გენტმა" ლიეჟში "სტანდარდს" 1:0 მოუგო.

სტუმრები უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ გოლის გატანას ვერ ახერხებდნენ. მწვრთნელმა იეს ტორუპმა 67-ე წუთზე რომან იარემჩუკის ნაცვლად მოედანზე გიორგი ქვილითაია შეუშვა, გამარჯვების გოლი კი 83-ე წუთზე ნახევარმცველმა სვენ კუმსმა გაიტანა - ეს მიმდინარე სეზონში მისი პირველი გოლია.

"გენტის" ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე კვლავ სათადარიგო იყო.

"გენტი" 39 ქულით მეორე ადგილზეა და 18 იანვარს "მუსკრონს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 17 /
ანანიძემ მგონი მოახერხა გუნდის შეცვლა და იმედია ტრავმის მიღების გარეშე მოახერხებს თურქეთში ძირითადში თამაშს, ჩაკვეტაძემ სასწრაფოდ უნდა დატოვოს ეს ტორუპი რაღაც არ სწყალობს და ჩვენი ჯოკერი სკამს არ უნდა ხეხავდეს. კვირკველიამაც სასრაფოდ უნდა დატოვოს გუნდი, ჩვენთვის დიდი ძალაა. ასევეა ქვილითაია, პაპუნაშვილი, აბურჯანია, იმედია დანარჩენები მოუმატებენ თავიანთ კლუბებში. კანკავა კი მენანება აზახეთისთვის მაგრამ უთანაშებლობას კი ჯობია, და იქნებ ევროპაც არ იყოს შორს
Grisha
17:29 28-12-2019
1
ჩაკვე ზალიან კლასნიხარ, შრომას არ მოუკლო და შენ დაიპყრობ ევროპას. შრომა და ლოცვა. ყველაფერი კარგად იქნება. ჩვენი იმედიხარ.
levan
16:34 27-12-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული