პაპუნაშვილმა MLS-ის კლუბს უარი უთხრა და ორი ესპანური ვარიანტი აქვს

AutoSharing Option
როგორც ესპანური გამოცემა AS იტყობინება, "სარაგოსას" ქართველი შემტევი გიორგი პაპუნაშვილი კლუბს დატოვებს, თუმცა MLS-ის ვარიანტი გამორიცხულია.

გამოცემის მიხედვით, სავარაუდოდ, პაპუ "სარაგოსას" სეზონის ბოლომდე იჯარის წესით დატოვებს და მას შემდეგ, რაც MLS-ის კლუბ "დალასს" უარი უთხრა, ორი ესპანური ვარიანტი აქვს.

პაპუნაშვილის საკუთარ რიგებში ხილვა სეგუნდას ორ გუნდს სურს: სანტანდერის "რასინგსა" და "ლუგოს". სხვადასხვა მიზეზის გამო ორივე კლუბს სჭირდება შეტევის გაძლიერება და ქართველის გადაბირებით ორივე გუნდია დაინტერესებული.

აღსანიშნავია, რომ ორივე კლუბი სეგუნდა დივიზიონში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის. "რასინგი" 18 ქულით ბოლოსწინა ადგილზეა, ხოლო
"ლუგოს" 22 ქულა აქვს და გასავარდნ ზონას 1 ქულა აშორებს. 

altგიორგი პაპუნაშვილმა გაიტანა და "სარაგოსა" თასის 1/32-ფინალში გაიყვანა

altჩხუბი ესპანეთში: ულტრასები პაპუნაშვილის გუნდის ფანებს დაერივნენ [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 5 /
დარწმუნებული ვარ რო ეს არ ეტყოდა უარს!!!და რატომ 2 ლიგაში ვერ მოიკიდა ფეხი ესპანეთში.ანუ გაუჩირდა.არამგონია ყაზაიშვილზე უკეთესი იყოს პაპნუაშვილი.ყოველ შემთხვევაში ნაკრებში თამაშით თუ ვიმსჯელებთ.რაც შეხება პრესპეკტივას ამერიკისას ის ტუ გადავიდოდა მომვალისტვის პასსპორტს აიგებდა და ნორმალურ ჩემპიონათსი და ქვეყანაში იკნებოდა.ყაზაშვილი ამერიკაში კარგად დაიწყო მაგრამ ზალიან ფიზიკაზე აწყობილი ჩემპიონატია და დიდი ვერაფერი ვერ კნა იმედია 2020 უკეთ ითამაშებს!კაშიაზე არ ვიზახი არაფერს იმიტომ რო ხისტად ვიტყვი და პლეიოფში მაგის გულისტვის ვერ გავიდნენ.უყურებ ყველა თამაშებს დავდივარ კიდევაც.ასე როო არ კინდათ რეალობას მოკლებული რეკლამები.უარი უტხრა არა ემუდარებოდნენ:)))
misa
00:08 03-01-2020
6
ყოჩაღ , მაგარ პატივს ვცემ ამ გადაწყვეტილებას! წარმატებები!!!
გადასარევი გიორგი
01:37 03-01-2020
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული