"რანდერსის" დირექტორი: საბა ლობჟანიძემ ლიდერებში გაგვიყვანა, სატელევიზიო კონტრაქტები მოგვიპოვა, მისი შენარჩუნება გაგვიჭირდება

AutoSharing Option
"რანდერსის" მმართველმა დირექტორმა სორენ პედერსენმა თავისი გუნდის ნახევარმცველის, საბა ლობჟანიძის შესახებ tipsbladet.dk-სთან ისაუბრა:

"უკვე რამდენიმე წელია ის გუნდში დიდი ავტორიტეტია, გვინდა დარჩეს, თუმცა შესაძლოა, უცბად ყველაფერი შეიცვალოს. მის კონტრაქტს ვადა 6 თვის შემდეგ გასდის. ეს ჩვენთვის დიდი ამოცანაა. თუ კონკრეტული შემოთავაზება იქნება, დაფიქრება მოგვიწევს. ახლა რაიმე კონკრეტულზე საუბარი ძნელია. ნებისმიერ ფასად არ გავუშვებთ.

დიახ, ეს იმედგაცრუებაა, მან ხომ ლიდერებში გაგვიყვანა. ამან კარგი სატელევიზიო კონტრაქტები და ბევრი სხვა რამ მოგვიპოვა.

ცხადია, ის ჩვენთვის ძალიან ფასეულია. ბევრი მსურველი ჰყავს. ჩვენ მის შენარჩუნებას
ვცდილობთ და გვინდა ხელშეკრულება გავუხანგრძლივოთ. დიალოგის პროცესში ვიმყოფებით, მაგრამ ეს თანდათან უფრო და უფრო ნაკლებად რეალური ხდება".

20 ტურის შემდეგ "რანდერსი" დანიის ჩემპიონატში 30 ქულით მეხუთე ადგილზეა, საბამ კი 15 მატჩში 8 გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ეს ყოფილა პელე.2 წელია იწერება ძალიან გაგვიჩირდება შენარჩუნებაო.და ისევ იმ გუნდშია.არ მოგწყინდათ დაკვეთილი ინტერვიუების წერა.დავიგალეთ ერთ და იგივე სისულელეს წერთ.თუ არა სხვა ინფორმაცია რაგაცა მოიფიქრეთ ან ახალგაზრდებზე გადაერთეთ.ლობჟანიძეს არაფერს ვერჩი,
ქართველი
06:52 04-01-2020
14
მგონია ჯობია დარჩეს მაგ გუნდში , ლიდერია პატივს ცემენ , რაც მაგ გუნდს შეუძლია მაქსიმალურ ხელფასს მისცემენ ... რელურად შეაფასოს თავისივე ძალები , შეძლებს კი სხვა გუნდში უკეთეს ? ფეხბურთელის კარიერა ხანმოკლეა და ფინანსურად მაქსიმუმი სარგებელი ნახოს და პენსიაზე გასვლის მერეც იშოვის მაგ კლუბშივე სამსახურს ....
კახა
13:33 04-01-2020
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული