საქართველოს ნაკრებისა და პორტუგალიური "ვიტორია სეტუბალის" მეკარე გიორგი მაკარიძე ევროპის ქვეყნების ჩემპიონატების საუკეთესო მეკარეებს შორის აღებული ბურთების პროცენტული მაჩვენებლით მოხვდა.
გიორგისა და "პორტუს" მეკარე მარჩეზინს ერთნაირი მაჩვენებელი აქვთ - ორივე მეკარემ მათ კარში წასული ბურთების 81,8% მოიგერია და მეორე-მესამე ადგილებს იყოფს. პირველ ადგილზე კი "ბენფიკას" მეკარე ოდისეას ვლახოდიმოსია. 5-ეულში შედიან პსჟ-ის კარის დარაჯი კეილორ ნავასი და "ლივერპულის" კიპერი ალისონ ბეკერი.
გუშინ, 5 იანვარს, პორტუგალიური პრიმერა ლიგის შეხვედრაში გიორგიმ "ფამილიკაოსაგან" 3 გოლი გაუშვა, თუმცა მისი დანაშაული ამ გოლებში ნაკლებად იყო.
მომზადებულია
GoalPoint-ის მიხედვით