არანაირი "პაოკი"! - საბა კვირკველიამ Sportall.ge-სთან სამომავლო გეგმებზე ისაუბრა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის "ლოკომოტივის" მცველი საბა კვირკველია ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში კლუბს არ შეიცვლის. ამის შესახებ ფეხბურთელმა Sportall.ge-სთან საუბრისას განაცხადა.

"შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე გუნდს არ შევიცვლი. კიდევ 1.5 წლით მაკავშირებს კონტრაქტი.

ჩემი გაშვება არც კლუბს სურს და წასვლა არც მე მინდა. პირიქით, ვფიქრობ, რომ რაც შეიძლება ძლიერი ვიყო და მეორე წრე კარგად ჩავატარო... არანაირი "პაოკი" და სხვა გუნდები არ არსებობს", - ამბობს კვირკველია.

შეგახსენებთ, რომ რუსულ პრესაში აქტიურად მუსირებდა აზრი იმის შესახებ, რომ საბა კვირკველია ზამთარში
კლუბს შეიცვლიდა, რადგან მცირე სათამაშო დრო ჰქონდა.

მკითხველის კომენტარები / 14 /
ხალხო თქვენი გამკვირვებია რა!... ეგ ხალხი რუსეთში ფულს აკეთებს, თანაც სერიოზულ ფულს, ისეთს რასაც სხვა გუნდებში ვერ აიღებენ... ცოტა ხანში კარიერას დაამთავრებენ და ვსიო... ამიტომ ურჩევნიათ იყნენ იქ სადაც არიან, სანამ არ გამოაგდებენ, სულ არ აინტერესებთ ითამაშებენ თუ არა!...
არა მკითხე მოამბე
15:52 06-01-2020
4
როგორც ჯანოს ისე საბას საკმაოდ დიდი ხელფასები აქვთ, ისეთი როგორსაც სხვა გუნდები არ ან ვერ მიცემენ და რატო წავლენ? სკამზე ჯდომაში რო მილიონზე მეტს მოგცემენ ამაზე მაგარი სამუშაო გაგიგიათ ან გინახიათ სადმე?
s..s
16:06 06-01-2020
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული