ნახევარმცველ გიორგი პაპუნაშვილს "სარაგოსა" გაყიდვას უპირებს, მხოლოდ თასზე აძლევს თავის გამოჩენის საშუალებას და ის თავს არ ირცხვენს.
დღეს, 11 იანვარს, ესპანეთის თასის 1/32 ფინალში "სარაგოსამ" ტარაგონაში 3:1 დაამარცხა ადგილობრივი "ხიმნასტიკი", ხოლო გიორგიმ შეუცვლელად იასპარეზა და 86-ე წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ჩვენებურმა ჩემპიონატზე 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა (უმეტესად შეცვლაზე შეჰყავთ) და გოლი არ გაუტანია, თასზე კი უკვე მეორედ დალაშქრა მეტოქეთა კარი - წინა ეტაპზე "სოკუელამოსთან" (1:0) ასევე გასვლით შეხვედრაში გამარჯვების გოლი გაიტანა.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პაპუნაშვილმა კარიერა შეიძლება სეგუნდა დივიზიონის ერთ-ერთ აუტსაიდერ "ესტრემადურაში" გააგრძელოს.