საბა კვირკველიას კონკურენტი "კიოლნში" გადადის

AutoSharing Option
მოსკოვის "ლოკომოტივის" გენერალურმა დირექტორმა ვასილ კიკნაძემ დაადასტურა, რომ "რკინიგზელთა" ცენტრალური მცველი ბენედიქტ ჰიოვედესი, დიდი ალბათობით, კარიერას "კიოლნში" განაგრძობს.

31 წლის ჰიოვედესი მოსკოვურ კლუბს გასულ სეზონში 5 მილიონი ევროს სანაცვლოდ "შალკედან" შეუერთდა, ხოლო პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში განვლილი 19 ტურიდან 15 მატჩი ჩაატარა, თუმცა მასთან ერთად "ლოკომოტივის" დაცვა გაუვალი არ ყოფილა.

თუ აღნიშნული ტრანსფერი შედგა, ძალიან კარგი იქნება საბა კვირკველიასათვის, რადგან ქართველი მცველი, რომელსაც სეზონის პირველ ნახევარში თამაში არ უწევდა, პირდაპირი კონკურენტის გარეშე დარჩება.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ჩემი აზრით, სიომინმა ჩათვალა, რომ კვირკველიამ კვარაცხელიას წასვლას ხელი თუ არ შეუწყო, არც შეუშლია და ეს არ აპატია, ფაქტია, რომ კვარაცხელიას გადასვლის შემდეგ აითვალისწუნა კვირკველია, მაგრამ არაუშავს, მთავარია არ დანებდეს საბა და დარჩეს პროფესიონალად, ეს მასაც წაადგება და ჩვენს ნაკრებსაც, ყველა შემთხვევაში წარმატებები საბას.
ბმბ
13:43 14-01-2020
1
იდეალური ვარიანტი იქნებოდა საბას ჰიოვედესისთვის ეჯობნა, რაც მისი მაღალი კლასის დასტური იქნებოდა. სიომინი ქართველების მიმართ თითქმის ყოველთვის ობიექტურია და საბას არავითარ შემთხვევაში არ დასვამდა სკამზე!!!
G.A.L.
13:01 14-01-2020
4

სიახლეები პოპულარული