ლობჟანიძე, ნინუა და კაჭარავა მილიონიანთა სიას შეუერთდნენ - ქართველი ფეხბურთელების სატრანსფერო ფასები გაიზარდა

AutoSharing Option
გერმანულმა საიტმა transfermarkt-მა სხვადასხვა ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელების ფასები განაახლა და დადებითი ცვლილებები ქართველ ფეხბურთელებსაც შეეხო.

განსაკუთრებით პოზიტიური აღმოჩნდა ცვლილებები კვიპროსში მოთამაშე ქართველებისთვის. თემურ ქეცბაიას მიერ გაწვრთნილი "ანორთოსისის" 5 ქართველი ფეხბურთელიდან 4-ის სატრანსფერო ფასი გაიზარდა.

300 000 ევროთი გაიზარდა ნიკა კაჭარავას ფასი და ახლა 1 მილიონ ევროს შეადგენს. ეს ქართველი ფორვარდისთვის კარიერის ყველაზე მაღალი ნიშნულია და "ანორთოსისში" კვიპროსელ არტიმატასთან ერთად ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელია.

200 000-ით გაძვირდა თორნიკე ოქრიაშვილი და მისი სატრანსფერო ღირებულება ამჟამად 600 000 ევრო გახლავთ. ასევე 200 000-ით
მოიმატა მურთაზ დაუშვილის ფასმა და 400 000 ევროს შეადგენს. აქამდე შეუფასებელი 18 წლის მეკარე ლუკა მიქაია transfermarkt-მა 25 000 ევროდ შეაფასა. გიორგი ლორიას სატრანსფერო ღირებულება კი უცვლელი დარჩა - 400 000 ევრო.

300 000 ევროთი გაიზარდა საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი მეკარის, გიორგი მაკარიძის სატრანსფერო ფასი. გიორგის transfermarkt-ი ამჟამად 1 500 000 ევროდ აფასებს.

1 მილიონით გაიზარდა ვარშავის "ლეგიას" ქართველი ნახევარმცველის, ვალერიან გვილიას სატრანსფერო ფასი და ახლა transfermarkt-ი ქართველს 2 მილიონ ევროდ აფასებს, რაც, ნიკა კაჭარავას მსგავსად, გვილიასათვისაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

კარიერის ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია ლუკა ზარანდიას სატრანსფერო ფასმაც. "ზულტე ვარეგემის" გარემარბის ფასი 300 000 ევროთი გაიზარდა და  transfermarkt-ი ქართველს 1 300 000 ევროდ აფასებს.

საბა ლობჟანიძესაც საუკეთესო პერიოდი უდგას კარიერაში. ეს მის სატრანსფერო ფასსაც შეეხო. "რანდერსისა" და საქართველოს ნაკრების შემტევის ფასმა 100 000 ევროთი მოიმატა და ახლა 1 000 000 ევრო გახლავთ.

375 000 ევროთი გაიზარდა "საბურთალოს" მცველ ნიკოლოზ მალის სატრანსფერო ფასი და ახლა 800 000 ევროა. 250 000 ევროთი "საბურთალოს" შემტევი გიორგი კოხრეიძე გაძვირდა და transfermarkt-ი 700 000 ევროდ აფასებს.

1 მილიონ ევროს მიაღწია თბილისის "დინამოს" ნახევარმცველ ნიკა ნინუას ფასმა, რომელიც აქამდე 850 000 ევრო ღირდა. ნინუა ეროვნული ლიგის ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელია.

საქართველოს ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელის ფასმა იკლო. 1 მილიონი ევროთი დაიკლო დონეცკის "შახტარის" მცველ დავით ხოჭოლავას ფასმა და ახლა საიტი მას 4 მილიონ ევროდ აფასებს.

250 000 ევროთი გაიაფდა საქართველოს ნაკრების კაპიტან ჯაბა კანკავას ფასი და 750 000 ევრო გახდა. მოიკლო "ტობოლის" კიდევ ერთი ქართველი ნახევარმცველის ფასმა - ნიკა კვეკვესკირს transfermarkt-ი 1 4000 000 ევროდ აფასებს, რაც წინა მაჩვენებელზე 100 000 ევროთი ნაკლებია.

ასევე 100 000 ევროთი დაიკლო გიორგი აბურჯანიას სატრანსფერო ფასმა და ახლა 700 000 ევრო გახლავთ.

ბოლოს, 150 000 ევროთი შემცირა საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტან გურამ კაშიას სატრანფერო ღირებულება და 850 000 ევრო გახდა.

ეროვნული ნაკრების ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე გახლავთ (9 მილიონი ევრო), საბა კვირკველიას სატრანსფერო ფასი კი "ჩაკვეს" 1 მილიონი ევროთი ჩამორჩება.

მკითხველის კომენტარები / 6 /
მყიდველი თუა, მყიდველი, თორემ მიხომ ყურძენს ათჯერ მეტი ფასი დაადოო, ვალები მაქვსო და მაგიტომო...
ალალე
15:28 16-01-2020
2
უბერავს ტრანსფერმარკეტი, ზარანდიას არ ათამაშებენ და ფასმა რა კრიტერიუმით მოუმატეს? როცა ანალოგიურ სიტუაციაში ხოჭოლავას მილიონი დააკლეს პასუხი აქვს ვინმეს
irakli
13:06 16-01-2020
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული