ტორუპი: ჩაკვეტაძე ფორმის დაბრუნებასთან ახლოსაა

AutoSharing Option
"გენტმა" ესპანური შეკრება ნაყოფიერად გამოიყენა და ხვალ, 18 იანვარს, ჩემპიონატის 22-ე ტურში "მუსკრონს" უმასპინძლებს. მომავალი შეხვედრის წინ კლუბის საიტთან გუნდის მწვრთნელმა იეს ტორუპმა ისაუბრა და ნახევარმცველ გიორგი ჩაკვეტაძის მზაობაზეც გაამახვილა ყურადღება.

"ჩაკვეტაძე თავისი საუკეთესო ფორმის დაბრუნებასთან ახლოსაა. ძალიან კარგი პრაქტიკა გაიარა და "ინგოლშტადთან" საკონტროლო მატჩში 45 წუთი ითამაშა. ძალიან მწვავედ უტევდა. ამ კვირაში დავუჯექი და ველაპარაკე. მითხრა, რომ თითქმის იქაა, სადაც უნდა იყოს. "ჩაკუს" უბრალოდ მატჩის სათამაშო რიტმი და მოქმედებაში ფეთქებადი ძალა აკლია. დარწმუნებული ვარ, ამასაც გადალახავს და ძველებურად ათამაშდება".

"მუსკრონთან" მატჩის განაცხადში ტორუპმა ჩაკვეტაძეც შეიყვანა და თავდამსხმელი გიორგი ქვილითაიაც.

მკითხველის კომენტარები / 7 /
გიო ვიცი, რომ კითხულობ... მთავარი ის კი არაა, რომ ვინმეს რამე დაუმტკიცო, მაგარი ხარ და ეს შენ ისედაც გაკეთებული გაქვს, ეხლა მთავარია უბრალოდ ითამაშო ხალისით და მთელი ყურადღება იმას მიაპყრო, რომ ყველა შენი დრიბლინგი და პასი და დარტყმა პლიუსია... ყველაფერი რასაც გააკეთებ კარგს გუნდისთვის უკვე კარგია ნაკრებისთვისაც. უბრალოდ შედი წყნარად ფორმაში, არ ინერვიულო, ითამაშე და იცოდე, რომ მთელი საქართველო შენ გვერდითაა მეგობარო :) წარმატებები გიორგი
გადასარევი გიორგი
22:50 17-01-2020
1
გიო, აბა შენ იცი შვილო. დაკვირვებულად, ნელ-ნელა აღიდგინე ფორმა. მთელი საქართველო შენს იმედზეა.შენ თუ მაგრად იქნები, მთელი გუნდი გამოგყვება და მივაღწევთ სანუკვარ მიზანს.გფარავდეს ღვთისმშობელი მარიამი.
გია
01:46 18-01-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული