ტორუპი: ჩაკვეტაძე ფორმის დაბრუნებასთან ახლოსაა

AutoSharing Option
"გენტმა" ესპანური შეკრება ნაყოფიერად გამოიყენა და ხვალ, 18 იანვარს, ჩემპიონატის 22-ე ტურში "მუსკრონს" უმასპინძლებს. მომავალი შეხვედრის წინ კლუბის საიტთან გუნდის მწვრთნელმა იეს ტორუპმა ისაუბრა და ნახევარმცველ გიორგი ჩაკვეტაძის მზაობაზეც გაამახვილა ყურადღება.

"ჩაკვეტაძე თავისი საუკეთესო ფორმის დაბრუნებასთან ახლოსაა. ძალიან კარგი პრაქტიკა გაიარა და "ინგოლშტადთან" საკონტროლო მატჩში 45 წუთი ითამაშა. ძალიან მწვავედ უტევდა. ამ კვირაში დავუჯექი და ველაპარაკე. მითხრა, რომ თითქმის იქაა, სადაც უნდა იყოს. "ჩაკუს" უბრალოდ მატჩის სათამაშო რიტმი და მოქმედებაში ფეთქებადი ძალა აკლია. დარწმუნებული ვარ, ამასაც გადალახავს და ძველებურად ათამაშდება".

"მუსკრონთან" მატჩის განაცხადში ტორუპმა ჩაკვეტაძეც შეიყვანა და თავდამსხმელი გიორგი ქვილითაიაც.

მკითხველის კომენტარები / 7 /
გიო დრო საჭიროზე მეტია ფორმის აღსადგენად, აჩქარება საჭირო არ არის.დინჯათ და თავდაჯერებულად იყავი, ჩვენ ყველას გვჯერა რომ მალე ისეთივე იქნები და პროგრესსაც გააგრძელებ. სანუკვარ მიზანს შენ უნდა გაუძღვე წინ ნაკრებს. გვიყვარხარ და გვეიმედები მთელ საქართელოს ქომაგებს.
G.LA
18 იანვარი 2020 17:32
0
გიო, აბა შენ იცი შვილო. დაკვირვებულად, ნელ-ნელა აღიდგინე ფორმა. მთელი საქართველო შენს იმედზეა.შენ თუ მაგრად იქნები, მთელი გუნდი გამოგყვება და მივაღწევთ სანუკვარ მიზანს.გფარავდეს ღვთისმშობელი მარიამი.
გია
18 იანვარი 2020 01:46
1
ამის გვერდით სხვებიც რაღაცნაირად ლაღად თამაშობენ ნაკრებში, მეგავრსკვლავი უნდა გახდე გიო, სტაბილურად დიდი ფებურთის მოთამაშე მეგავარსკვლავი, ნაკრებიც შესაბამისად მუდმივად მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს. მაგარი ბიჭები მოდიან და თქვენ ერთად დიდი წარმატებების მოტანა შეგიძლიათ საქართველოსთვის
ბმბ
18 იანვარი 2020 00:41
0
გიო ვიცი, რომ კითხულობ... მთავარი ის კი არაა, რომ ვინმეს რამე დაუმტკიცო, მაგარი ხარ და ეს შენ ისედაც გაკეთებული გაქვს, ეხლა მთავარია უბრალოდ ითამაშო ხალისით და მთელი ყურადღება იმას მიაპყრო, რომ ყველა შენი დრიბლინგი და პასი და დარტყმა პლიუსია... ყველაფერი რასაც გააკეთებ კარგს გუნდისთვის უკვე კარგია ნაკრებისთვისაც. უბრალოდ შედი წყნარად ფორმაში, არ ინერვიულო, ითამაშე და იცოდე, რომ მთელი საქართველო შენ გვერდითაა მეგობარო :) წარმატებები გიორგი
გადასარევი გიორგი
17 იანვარი 2020 22:50
1
გიო მიყვარხარ საკუთარი ძამასავით ასე მგონია გიცნობ მთელი ცხოვრებაა და წარმოიდგინე როგორ გბალეშკობ
ლაშა
18 იანვარი 2020 11:31
0
გიო, შენს გვერდით ვართ ქომაგები მთელი საქართველოდან! მოინდომე, ძველებურად ათამაშდი და გაგვახარე შენი გოლებით და პასებით. შენი დახმარება ძალიან ჭირდება შენს გუნდს და განსაკუთრებით ჩვენს ნაკრებს
qomagi
18 იანვარი 2020 00:27
0
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული