რუსული მედია: ჯანო ანანიძე და "სპარტაკი" კონტრაქტის გაწყვეტის ვარიანტს ეძებენ

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკის" ქართველმა ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ შესაძლოა რუსული კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს.

რუსმა ჟურნალისტმა სერგეი ეგოროვმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ჯანო ანანიძე "სპარტაკი" კონტრაქტის გაწყვეტის ვარიანტს ეძებენ.

"ჯანო და "სპარტაკი" კონტრაქტის გაწყვეტის ვარიანტს ეძებენ. ნახევარმცველს კონტრაქტის დასრულებამდე 17 თვე დარჩა.

გუშინ მან "სპარტაკ 2"-თან ერთად სამედიცინო შემოწმება გაიარა და დიდი ალბათობით 22 იანვარს გუნდთან ერთად შეკრებაზე თურქეთში გაემგზავრება.

მხარეები ჯერჯეობით ვერ შეთანხმდნენ. არადა კონტრაქტის გაწყვეტის კომპრომისული გადაწყვეტილება ყველასთვის კარგი იქნებოდა: ფეხბურთელს კომპენსაციას და კარიერის გადატვირთვის შანს მიიღებდა, კლუბი კი
გარანტირებული გადასახდელი თანხის ნაწილის ეკონომიას გააკეთებდა.

ახლა რეალურად "სპარტაკ 2"-მა გამოცდილი ფეხბურთელი მიიღო, რომელსაც ხელფასი იმაზე მეტი აქვს, ვიდრე მთელ გუნდს", - წერს ჟურნალისტი "ტელეგრამში".

27 წლის ჯანომ რუსეთის პრემიერლიგაში მიმდინარე სეზონში 6 მატჩი ჩაატარა. მისი წლიური ხელფასი 1.7 ლნევროა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
კაცი ორ მილიონს იღებს წელიწადში და ბათუმის დინამოში რატომ წამოვა გთხოვთ მითხარით.. ნეტა ჭკუა გამოიყენოს ერთხელ მაინც სწორად და წამოვიდეს, მაგრამ ეგ ფულის გამოა ამდენი წელი სპარტაკში და მის ამბიციებზე მიუთითებს ეგ ყველაფერი.. ასე, რომ ჩინეთშიც რომ წავიდეს არ გაგიკვირდეთ..
ზუზუ
23:27 18-01-2020
0
თურქულმა აუტსაიდერმა არ აიყვანა და ევროპის საშუალო კლასის გუნდი აიყვანს? გინდ გეწყინოთ გინდ არა არც ერთი ნორმალური გუნდი ჯანოში ფულს არ გადაყრის.ამდენი წელია პერსპექტიულ მოთამაშედ ითვლება და თითზე ჩამოსათვლელია მაგის კარგი თამაში.
მიშა
21:46 18-01-2020
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული