პორტუგალიური საინფორმაციო სააგენტო record.pt-ის ინფორმაციით, "ვიტორია სეტუბალის" ახალი პრეზიდენტი პაულუ გომეში გუნდის წამყვანი ფეხბურთელების გაყიდვას არ აპირებს.
გომეშმა გამოცემასთან საუბრისას კომენტარი გიორგი მაკარიძისა და მცველ არტურ ჟორჟეს გაყიდვის შესახებ გააკეთა და მოკლედ უპასუხა: "მათი გაყიდვა? არავითარ შემთხვევაში, არანაირ ფასად!"
შესაძლოა, აღნიშნული განცხადება პოზიციონერობის საშუალება იყოს ახალი ხელმძღვანელისთვის, თუმცა, თუ რეალურად ამ პოზიციაზეა, ქართველი მეკარისათვის კარგი ამბავი ნამდვილად არ არის. მაკარიძეს უკეთეს გუნდში მოხვედრა სურს და მისი სათამაშო დონე და შედეგები ამის შესაძლებლობასაც აძლევს.
როგორც გავიგე, ანტონ გოგლიძეს აკვირდებიან ახალციხის მესხეთიდან. მაგარი სათადარიგოა ეს ბიჭი. ძაან მტკიცედ ზის სკამზე. ევროპულად.