"სეტუბალის" ახალი პრეზიდენტი: მაკარიძის გაყიდვა? არავითარ შემთხვევაში!

AutoSharing Option
პორტუგალიური საინფორმაციო სააგენტო record.pt-ის ინფორმაციით, "ვიტორია სეტუბალის" ახალი პრეზიდენტი პაულუ გომეში გუნდის წამყვანი ფეხბურთელების გაყიდვას არ აპირებს.

გომეშმა გამოცემასთან საუბრისას კომენტარი გიორგი მაკარიძისა და მცველ არტურ ჟორჟეს გაყიდვის შესახებ გააკეთა და მოკლედ უპასუხა: "მათი გაყიდვა? არავითარ შემთხვევაში, არანაირ ფასად!"

შესაძლოა, აღნიშნული განცხადება პოზიციონერობის საშუალება იყოს ახალი ხელმძღვანელისთვის, თუმცა, თუ რეალურად ამ პოზიციაზეა, ქართველი მეკარისათვის კარგი ამბავი ნამდვილად არ არის. მაკარიძეს უკეთეს გუნდში მოხვედრა სურს და მისი სათამაშო დონე და შედეგები ამის შესაძლებლობასაც აძლევს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ხელფასი გაუზარდონ და სადაც გინდა იქ იყოს, ეს ერთი და მერე მეორე, აშკარად ეს ბიჭი ლორიაზე უკეთესია, ბევრი გამოჩნდა, ვისაც ნაკრებში თამაშის სამართლიანი პრეტენზია აქვს. როგორ მოაბამს ამას თავს ვაისი, მისი მენტალობიდან გამომდინარე, რომელიც სანამ მოედანზე არ დაეცემა მოთამაშე, მანამ შეცვლას ვერ ხვდება, აზრზე არა ვარ, არადა ყველაფერი ჩვენთვის სასიკეთოდ მიდის, დაწყებული ჩაკვეს დაბრუნებით, იარემჩუკის ტრავმით, შენგელია და ლობჟანიძის კარგი თამაშით გაგრძელებული, კვირკველიაც ბრუნდება ძირითადში მგონი, ოქრიაშვილი ფორმას იღდგენს, კვეკვე და გვილიაც ათამაშდებიან, იქით დავითაშვილი და კვარაცხელია... ღმერთმა ქნას, ამას ვაისი გასწვდეს.
ბმბ
15:03 20-01-2020
6
სეტუბალს საქართველოში ინტერესი კიდევ აქვსო პორტუგალიაში დაწერეს. მოკლედ, მაკარიძემ პორტუგალიელებს ინტერესეი გაუღვივა საქართველოსადმი.
როგორც გავიგე, ანტონ გოგლიძეს აკვირდებიან ახალციხის მესხეთიდან. მაგარი სათადარიგოა ეს ბიჭი. ძაან მტკიცედ ზის სკამზე. ევროპულად.
გელა ნუგზარაშვილი
17:51 20-01-2020
12
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული