კახა ცხადაძეს აზერბაიჯანის ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერი იწვევს

AutoSharing Option
აზერბაიჯანული და ყაზახური საინფორმაციო საშუალებების მიხედვით, ყაზახეთის ჩემპიონატის ბრინჯაოსპრიზიორ "ორდაბასის" მთავარ მწვრთნელ კახაბერ ცხადაძეს ბაქოს "ნეფჩი" იწვევს.

გამოცემების მიხედვით, იტალიელი სპეციალისტის, რობერტო ბორდინის გათავისუფლების შემდეგ ბაქოური კლუბიდან ქართველ მწვრთნელს დაუკავშირდნენ და მოლაპარაკებებიც მიმდინარეობს.

აზერბაიჯანული წყარო Аzerifootball.com-ის ინფორმაციით, ყაზახურ კლუბს ფინანსური პრობლემები აქვს და ამბიციურ ცხადაძეს ისეთ გუნდში გაჩერება არ სურს, სადაც მაღალი ადგილებისთვის ბრძოლა არ შეეძლება. ეს მოცემულობა ქართველის აზერბაიჯანში დაბრუნების შანსებს ზრდის.


მკითხველის კომენტარები / 6 /
რაც მთავარია დიდი ქართველია და გვერდში მეორე დიდი კაცი გიორგი ჩიხრაძე უდგას.რა ქვეყნებშიც მუშაობს იმ დონის მწვრვთნელია.აბა კლოპის ან გვარდიოლას დონის რომ იყოს ინგლისში იქნებოდა.
შეეშვით ამ არგუმენტობას
13:17 26-02-2020
2
კახა, შენ მაგარი ფეხბურთელი იყავი და მაგარ გუნდში თამაშობდი, ჩვენი ქვეყნის ნაკრების კაპტანი და მერე მწვრთნელი იყავი, რომელმაც თვალიდან გამოახედე ეს ნაკრები, მახსოვს მანამდე რა თამაშებს აგებდნენ... მანამდეც და მერეც მაგარი არა ,მაგრამ კარგი გუნდების კარგი მწვრთნელი ხარ, ასე რომ ბოღმის ბუშტებს და ხელმოცარულებს ყური არ უგდო. გააგრძელე განვითარება და სხვას კი არა, შენ თავს დაუმტკიცე-რა შეგიძლია!
mamuka09ze
23:21 20-01-2020
4

სიახლეები პოპულარული