
ყაზახეთის პრემიერლიგის საწყის 4 ტურში ზედიზედ 2 წაგების შემდეგ ყაზახი ჟურნალისტები "ორდაბასის" მთავარ მწვრთნელ კახა ცხადაძეს კლუბიდან გაშვებას უწინასწარმეტყველებდნენ, ახლა კი sports.kz-მა ტურის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელა.
ქართველი სპეციალისტის გუნდი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პაუზის შემდეგ კარგად ათამაშდა და ზედიზედ ორი გამარჯვებაც მოიპოვა, თან "ჟეტისუსთან" გასვლაზე 0:2 მარცხდებოდა, "ქამბექი" შემოგვთავაზა და შეხვედრა 3:2 მოიგო.
ყაზახეთის პრემიერლიგაში ჩატარებული 6 ტურის შემდეგ "ორდაბასის" 10 ქულა აქვს და 3 გუნდთან ერთად მეორე-მეხუთე ადგილებს იყოფს.
დღეს, 27 აგვისტოს კი, ცხადაძის გაწვრთნილი გუნდი ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე
რუმინულ "ბოტოშანის" საკუთარ კედლებში მიიღებს.
ცხადაძის გათავისუფლების საკითხზე კომენტარი კლუბის პრეზიდენტმა გააკეთა
კახა ცხადაძე: მოვა დრო, როდესაც საქართველოს ნაკრებს დავუბრუნდები