კვიპროსული მედია: ჯანო ანანიძე თემურ ქეცბაიას "ანორთოსისში" მიჰყავს?

AutoSharing Option
კვიპროსული 24sports-ი იტყობინება, რომ "სპარტაკის" აწ უკვე ყოფილმა ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ შეიძლება კარიერა "ანორთოსისში" გააგრძელოს. ამ ინფორმაციას რუსული Metaratings-ი და БИЗНЕС Online-იც ადასტურებენ.

გამოცემების მტკიცებით, ანანიძის სამსახურით ფამაგუსტური გუნდის მწვრთნელი თემურ ქეცბაია პირადადაა დაინტერესებული.

ტრანსფერის განხორციელებას ისიც შეუწყობს ხელს, რომ ჯანომ "სპარტაკთან" კონტრაქტი გაწყვიტა, თავისუფალი აგენტი გახდა და მისი გადაბირება "ანორთოსისს" ცენტიც კი არ დაუჯდება.

"ანორთოსისი" კვიპროსის ჩემპიონატის ლიდერია, მის ღირსებას კი გიორგი ლორია, ბუბა დაუშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი და ნიკა კაჭარავა იცავენ.

მკითხველის კომენტარები / 23 /
ეგ ბიჭი რა ხელფასაც მიეჩვია მგის მეხუთედს მაინც მიცემს ანართოსისი,რაღაც არამგონია. ისევ რუსულ გუნდში გადავა ეგ...
გოგა
22 იანვარი 2020 16:18
4
ანორთოსისი რომ სანატრელი გაუხდა ჩვენ ვარსკვლავებს)
რომანი
22 იანვარი 2020 15:12
10
კარგი იქნება თემურთან თუ წავა,ჯანოს შესაძლებლობები მან ძალიან კარგად იცის. ჯანოსთვის ახლა მთავარია ნდობა და ის აუცილებლად აღიდგენს ფორმას!ასევე კარგი იქნება ქართველი ქომაგისათვის ყოველ შაბათ კვირას ვიხილავთ ანანიძის თამაშს.ხანდახან მთელი თამაში ველოდებოდი ხოლმე ჯანოს წამოდგომას სპარტაკის სათადარიგო სკამიდან!მაგრამ ამაოდ. სადაც არ უნდა ითამაშო ჯანო ყველგან გიყურებ! მთავარია მინდორზე იყავი! გაგვახარე შენი ლამაზი გოლებით!
gabo
22 იანვარი 2020 15:08
1
როგორც იქნა სპარტაკის “ჯადო“ მოეხსნა ჯანოს. წარმატებები სადაც არ უნდა ითამაშო, თუმცა ქეცბასთან მაგარი იქნება.
ლაშა
22 იანვარი 2020 14:15
0
გენაცვალე ქეცბა შენ, ჯიგარი ხარ და სამშობლოს სიყვარულში ფეხბურთელობიდან აქამდე სამაგალითოდ დარჩი.
G.LA
22 იანვარი 2020 13:25
0
მართლაც, საქართველოს ნაკრების ბირთვი თუ შეიკრიბა მანდ, ჩვენთვისაც უკეთესია (შეთამაშდებიან) და კლუბისთვისაც: როგორ გინდა, რომ სხვა კლუბები მუდმივად ებრძოდნენ რომელიმე ქვეყნის ნაკრებს! წარმატებები!!!
N
22 იანვარი 2020 13:20
0
მადლობა თემურ ყველაფრისთვის რასაც შენ ქვეყნისთვის აკეთებ.5კაცი შენ ეხუმრები--რამხელა რისკია რომ წამოგაძახონ,ნახევარი გუნდია,მაგრამ მაინც რომ აკეთებს
კახა ქ.
22 იანვარი 2020 12:54
0
ქეცბაია უფრო მეტს აკეთებს ნაკრებისთვის ვიდრე ვალოდია კურდღელი!
ბასკი
22 იანვარი 2020 12:21
2
ქეცბა არის კაცური კაცი და კარგი მწვრთნელი, მოდი სიმართლე ვთქვათ ნაკრებში ვერ შეძლო იმის მიღწევა რასაც კვიპროსში აღწევს, არაუსავს ხდება ასეთი რამ უფრო დიდ მწვრთნელებშიც, საქართველოს ნაკრებიდან უნდა წასულიყო ორივე მხარისთვის უკეთესი შედეგი დადგა. მაგის საქართველოს ნაკრები ყველაზე უარეს თამაშს აჩვენებდა არსებობის მანძილზე.
semi
22 იანვარი 2020 12:16
5
მიდი ქეცბა შენ მაგ ფლანგიდან გააძლიერე ბიჭEბი აქედან ვაისი არაა სანდო და ევროპაზე რო გავალთ 100 თუ არა 80 პროცენტი შენი დამსახურება იქნება და ჯანოსაც მინდა ვთხოვო წავიდეს კიპრზე ანორთოსისი ხო ჩემპიონი გახდება იქ ის ხალხი დარჩება მადლიერი და აქ შEნი ფორმაში შესვლით მთელი საქართველო მეტი ბედნიერება რა უნდა უნდოდეს ადამიანს არ ვიცი შენ და ოქრის დამატებული ჩაკვე და ბელორუსი გაბდღვნილი იქნება აბა შენ იცი.
samtredski
22 იანვარი 2020 12:04
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული