ლობჟანიძე შევიდა, გაიტანა, გაატანინა და მოაგებინა

AutoSharing Option
საბა ლობჟანიძის "რანდერსმა" ამხანაგურ მატჩში პირველი ლიგის "ვენდსისელი" 4:3 დაამარცხა და როგორც ყოველთვის, თავი ჩვენებურმა გამოიჩინა.

საბა 59-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, როდესაც მისი გუნდი 2:3-ს აგებდა; ბურთის პირველივე შეხებით ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 3 წუთში მიკელ კალესოეს გამარჯვების გოლი გაატანინა.

"რანდერსი" კიდევ ორ საკონტროლო შეხვედრას ჩაატარებს, 16 თებერვალს კი, ჩემპიონატის 21-ე ტურში სტუმრად "ორჰუსს" შეხვდება.

25 წლის ლობჟანიძემ სუპერლიგის 15 მატჩში 8 გოლი გაიტანა. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლო იყო, "ბრონდბიუში" გადასულიყო, მაგრამ ჯერ კონკრეტული არაფერი ისმის. ისე, კარიერული წინსვლის თვალსაზრისით,
ეს დიდი პროგრესი ვერ იქნება, ვინაიდან "რანდერსი" ჩემპიონატში მეხუთე ადგილზეა, ხოლო "ბრონდბიუ" - მეოთხეზე.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ქეცბა ამ ბიჭის ფულიც გამოსტყუე პრეზიდენტს და ეგაა :)) ერთა ლიგას შენ მოგებულად ჩავთვლით:)
ბოკინიო
01:54 23-01-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული