ოფიციალურად: ჯანო ანანიძე "ანორთოსისის" ფეხბურთელია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
უკვე ოფიციალურად - 27 წლის ნახევარმცველი ჯანო ანანიძე კარიერას "ანორთოსისში" გააგრძელებს.

ფამაგუსტურმა კლუბმა ქართველ ფეხბურთელს კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გაუფორმა.

ჯანომ "სპარტაკთან" გუშინ ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა ხელშეკრულება. ის მოსკოვური გუნდის ღირსებას 2009 წლიდან იცავდა, ამ სეზონში კი რუსეთის ჩემპიონატის 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

ტრანსფერის ინიციატორი "ანორთოსისის" მწვრთნელი თემურ ქეცბაიაა. "ანორთოსისი" კვიპროსის ჩემპიონატის ლიდერია. მის ღირსებას გიორგი ლორია, ბუბა დაუშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი და ნიკა კაჭარავა იცავენ.

ანანიძემ განაცხადა, რომ მისთვის პრიორიტეტული ევროპულ გუნდში თამაში იყო; თურქული, რუსული და ბერძნული კლუბები იწვევდნენ,
მაგრამ "ანორთოსისში" გადასვლაში ქეცბაიამ იქონია დიდი გავლენა, თან ჩემპიონობისათვის იბრძვიან და გულშემატკივრებს კარგ და შედეგიან თამაშს დაჰპირდა.

მკითხველის კომენტარები / 39 /
ახლა რომ მივტირით ქეცბაიას სად ვიყავით მანამდე .
temo
23 იანვარი 2020 14:14
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული