ლორიას "სეივები", კაჭარავას შანსი - "ანორთოსისი" უახლოეს მდევართან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
26 იანვარს, კვიპროსის ჩემპიონატის მე-17 ტურში "ანორთოსისი" "ომონიასთან" 0:1 დამარცხდა.

ნიქოზიაში ლიდერთა მატჩმა დიდი ინტერესი გამოიწვია, Neo GSP-ის სტადიონზე 13 019 მაყურებელი მივიდა, რაც კვიპროსში იშვიათად ხდება და მასპინძლებმა გაიმარჯვეს - ავტოგოლი 49-ე წუთზე გამოცდილმა ჩეხმა თავდამსხმელმა მიხალ დურიშმა გაიტანა.

"ანორთოსისში" შეუცვლელად ითამაშეს გიორგი ლორიამ და ბუბა დაუშვილმა, ნიკა კაჭარავა შეცვლაზე მე-60 წუთზე შევიდა, ხოლო თორნიკე ოქრიაშვილი ტრავმირებულია. რაც შეეხება გუნდში ახლახან გადასულ ნახევარმცველ ჯანო ანანიძეს, თავიდანვე ცნობილი იყო, რომ ამ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებდა.

"ანორთოსისი" 36 ქულით ლიდერია, "ომონიას"
1 ქულით უსწრებს, თან 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული და პირველ თებერვალს აუტსაიდერ "დოქსას" უმასპინძლებს.

ნამატჩევს ფამაგუსტური გუნდის მწვრთნელმა თემურ ქეცბიამ განაცხადა, რომ, გასვლით შეხვედრებზე პრობლემები აქვთ, ეს აღელვებს; რაც დაიმსახურეს, ის მიიღეს; ჩემპიონატი ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობს, წინ ბევრი მატჩია, რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი აკლდათ; იმედია, ისინი მალე დაბრუნდებიან და გამარჯვებების მოპოვებაში დაეხმარებიან.

მკითხველის კომენტარები / 4 /
"ოქრუაშვილი ტრამვირებულია " უკვე კლასიკად ქცეული ფრაზაა.
ვაი თქვენს პატრონს!
00:09 27-01-2020
0
ოქრიაშვილს კიდე ტრამვა აქ?
თემური
22:06 26-01-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული