დანიური გამოცემა: საბა ლობჟანიძე "რანდერსის" დატოვებასთან ახლოსაა

AutoSharing Option
დანიური გამოცემა tipsbladet.dk-ის ინფორმაციით, "რანდერსის" ქართველი შემტევი საბა ლობჟანიძე გუნდის დატოვებასთან ძალიან ახლოსაა.

"რანდერსმა" გუშინ, 27 იანვარს, მატიას გროვის ტრანსფერი შეათანხმა და ფეხბურთელთან უკვე კონტრაქტიც გააფორმა. მას საბას შემცვლელად განიხილავენ.

წყაროს ინფორმაციით, სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე 1 კვირით ადრე ყველაზე დიდი შანსი ლობჟანიძის თურქულ კლუბში გადასვლაა.
"რიზესპორის" წარმომადგენლები დანიაში იმყოფებოდნენ ქართველ ფეხბურთელთან მოსალაპარაკებლად.

საბა ლობჟანიძეს "რანდერსთან" კონტრაქტი ამა წლის ზაფხულში უმთავრდება, თუმცა, თუ კლუბს ქართველის სანაცვლოდ რაიმე თანხის მიღება მაინც სურს, მისი იანვარში გაშვება მოუწევს.

საბა ლობჟანიძე "რანდერსის" დატოვებასთან ახლოსაა" style="height: 50px; width: 50px;" />საბა ლობჟანიძემ "რანდერსი" წაგებას გადაარჩინა
მკითხველის კომენტარები / 11 /
ეს უნდა გვიხაროდეს?რიზე ხომ ლაზეთია,ფაქტობრივად ჩვენს გვერდით.ევროპისაკენ გზა აქედან გადის?არა მგონია.
სოსო
18:43 28-01-2020
5
თუ კონტრაქტში ჩაიდება პუნქტი რომ მარტის ბოლომდე ყველა მატჩში მიიღებს მონაწილეობას მაგ შემთხვევაში უნდა დათანხმდეს მხოლოდ რიზეში გადასვლას რადგან თურქული ჩემპიონატი დონით ჯობია ნამდვილად დანიურს, ევროპის მოწინავე ჩემპიონატიდან ერთერთია, მგონი ათეულშია. წარმატებები საბას ყველა შემთხვევაში
roma bejanidze
19:38 28-01-2020
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული