თურქული საიტი yenisafak.com-ი ქართველი გულშემატკივრისათვის საინტერესო სტატიას აქვეყნებს და წერს, რომ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი საბა ლობჟანიძე არა "რიზესპორში", არამედ "ანკარაგიუჯიუში" გადავა.
ანკარულ კლუბს ვალების გამო ტრანსფერების აკრძალვა ელოდება და დედაქალაქელებს მოსწრება და ფეხბურთელების მალე გაფორმება სურთ. სწორედ ამ მიზნით "ანკარაგიუჯიუ" 5 ფეხბურთელის შეძენას აპირებს. მათ შორისაა საბა ლობჟანიძეც, რომელთანაც, გამოცემის მიხედვით, კლუბმა კონტრაქტი უკვე შეათანხმა.
საბას გარდა, წყაროს ცნობით, ანკარელებთან კონტრაქტს მსოფლიო ფეხბურთის ერთ დროს ამომავალი და შემდეგ ჩამქრალი ვარსკვლავი რობინიო გააფორმებს, რომელსაც "ისტანბულ ბასაკშეჰირში" თამაში არ უწევს. "ანკაგარიუჯიუს", შესაძლოა,
"ნაპოლის" ყოფილი ნახევარმცველი გიოკჰან ინლერიც შეუერთდეს.
ლობჟანიძე, დარჩი სადაც ხარ. ანკარაგიუჯუ არა ტობოლ კოსტანაი. რანდერსზე მეტი დონის არ ხარ.
რა გინდა თურქეთში? დანიაში ცხოვრება არ ჯობია აქოთებულ აზიაში ჯდომას? თუ მაინცდამაინც წასვლა გინდა რანდერსიდან, მაშინ თბილისის დინამოს დაეხმარე.