"რანდერსი": ლობჟანიძე გავყიდეთ და ძალიან გავიხარეთ - ჩვენი მიზანი მუდამ მოგების ნახვაა

AutoSharing Option
"საბა ლობჟანიძე "ანკარაგიუჯიუში" გადავიდა, - ამის თაობაზე ინფორმაცია "რანდერსმა" თავისი ვებგვერდით გაავრცელა:

საბა "ანკარაგიუჯიუში" გაიყიდა

"რანდერსში" 91 მატჩში 32 გოლის ავტორი ლობჟანიძე თურქულ გუნდში გადავიდა, რომელსაც შემტევი სჭირდებოდა. კლუბებმა შეთანხმებას მიაღწიეს და ის ძალაში მყისიერად შედის.

"მიზანი ყოველთვის საბას გაყიდვა და მოგების ნახვა იყო, რამეთუ ზაფხულში კონტრაქტი უმთავრდებოდა. ჩვენ ეს შევძელით და ძალიან გახარებულები ვართ. რა თქმა უნდა, სპორტული თვალსაზრისით დავზარალდებით და გუნდს ძალიან დააკლდება, ვინაიდან უკანასკნელი წლების განმავლობაში ჩვენი ლიდერი იყო. მიუხედავად ამისა, ვთვლით, რომ ძლიერი გუნდი შევკრიბეთ, რათა
ფინალურ ექვსეულში მოვხვდეთ", - ამბობს კლუბის კომერციული დირექტორი სერენ პედერსენი.

ჩვენ საბას თავდადებისთვის მადლობას ვუხდით და წარმატებებს ვუსურვებთ.

"ანკარაგიუჯიუს" ლობჟანიძის შეძენა ჯერ ოფიციალურად არ გამოუცხადებია.

მკითხველის კომენტარები / 9 /
ამის შემდეგ, რა წარმატებაზე შეიძლება ისაუბრო? თურქული, კლუბი ვალებში იხრჩობა და ბოლოდან მეორე ადგილზეა, ანუ ვარდება. რა ხელფასს აძლევენ ასეთს? არა მგონია. დარჩენილიყო, რანდერსი ფორმაში იყო, შეიძლება ევროპა ლიგაზეც ეთამაშა ჯგუფში, და მერე კარგი ევროპული გუნდიც იყიდდა, უნდა გაეგრძელებინა კონტრაქტი 1 წლით მაინც. ახლა თურქეთში რა პერსპექტივა აქვს? ნული, ვაი ჩვენს პატრონს. არაფერი არ გვეშველება, არაა
vaso
23:54 30-01-2020
8
ასეთი სამარცხვინო განცხადება საქართველოშიც კი არავის გაუკეთებია. საბას გაყიდვით გაიხარეს! რა საცოდავი გუნდი ყოფილა, თავის კომერციული დირექტორიანად :( ანკარაგიუჯიუში რა გინდოდა საბა! ეხლა უნდა დაუმტკიცო ყველას, რომ ევროპის რომელიმე ძალიან კარგ გუნდში თამაშის ღირსი ხარ! წარმატებები, გგულშემატკივრობ!
გადასარევი გიორგი
04:12 31-01-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული