ყველაფერი 2.5 წლის წინ დაიწყო - საბა ლობჟანიძე "რანდერსს" დაემშვიდობა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა საბა ლობჟანიძემ "ფეისბუქზე" "რანდერსს" გამოსამშვიდობებელი პოსტი მიუძღვნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

"ყველაფერი 2.5 წლის წინ დაიწყო. ამ კლუბმა ჩემს საფეხბურთო ასპექტებსა და ცხოვრებაზე დიდი გავლენა მოახდინა. მოვიტყუები, თუ ვიტყვი, რომ ადვილი არის კლუბის დატოვება, რომელიც ძალიან გიყვარს, მაგრამ ცხოვრებაში გიწევს ხანდახან რთული გადაწყვეტილების მიღება და ახლა ეს დროა. მადლობა ყველას, ვინც გვერდში მედგა და მენდობოდა ამ დროის განმავლობაში: ყველა ფეხბურთელს, მთელ სტაფს და გულშემატკივრებს თანადგომისთვის და თბილი ურთიერთობისთვის. ყოველთვის იქნება ჩემს გულში "რანდერსი" და ყოველთვის ვიქნები "რანდერსის" გულშემატკივარი.
ნახვამდის", - დაწერა ლობჟანიძემ.

შეგახსენებთ, რომ "რანდერსმა" ქართველი ფეხბურთელი "ანკარაგიუჯიუში" გაყიდა. ლობჟანიძემ "რანდერსში" 91 მატჩი ჩაატარა, სადაც 32 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა გააკეთა.

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 6 /
თუ თურქეთშიც იგივე შედეგები ექნება რაც რადერსში დიდი შანსი ექნება ან იგივე თურქეთის მოწინავე კლუბში გადასვლის ან ევროპის მაღალი დონის ჩემპიონატში გაგრძელების სწორი გადაწყვეტილება იყო რადგან თურქეთი დონითაც და ფინანსებითაც უფრო მაღალი რანგის ჩემპიონატია ვიდრე დანის ჩემპიონატი თან ისეთ კლუბში წავიდა სადაც სკამზე არ დასვამენ და ექნება სათამაშო დრო და თავის გამოჩენის საშუალება პლიუს ამას საბა უკვე გამოცდილი ფეხბურთელია და როგორც ქართლი ასევე ევროპული გამოცდილებაც აქვს.
გიორგი
13:46 31-01-2020
5
ბოლო ადგილოსან გუნდში გადავიდა და ეს წინ გადადგმულ ნაბიჯად როგორ უნდა ჩაითვალოს?!
ფეხბურთი
14:57 31-01-2020
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული