ცნობილი გახდა რა თანხა გადაიხადა "ანკარაგიუჯიუმ" ლობჟანიძის ტრანსფერში

AutoSharing Option
ცნობილი გახდა ნახევარმცველ საბა ლობჟანიძის "რანდერსიდან" "ანკარაგიუჯიუში" ტრანსფერის დეტალები.

26 წლის ლობჟანიძეს ანკარულმა კლუბმა კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე გაუფორმა, მისი ტრანსფერი კი tipsbladet.dk-ის ცნობით, დაახლოებით 400 ათასი ევრო (2.24 მილიონი დანიური კრონა) დაუჯდა.

საბას სატრანსფერო ფასი 1 მილიონი ევროა, მაგრამ მას "რანდერსთან" კონტრაქტი ზაფხულში უმთავრდებოდა და ამიტომ ჩაიგდო "ანკარიგიუჯიუმ" იაფად ხელში.

"ანკარაგიუჯიუს" ერთწლიანი სატრანსფერო აკრძალვა გუშინ მოეხსნა და ერთბაშად 15 ფეხბურთელი (ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 11 ფეხბურთელს გაუფორმეს ხელშეკრულება) და მათ შორის 8 ლეგიონერი დაიმატა - ზოგიერთი მათგანი იჯარით აიყვანა.

კლუბის პრეზიდენტი ფატიჰ მერტი შენაძენებით კმაყოფილია, ამბობს, რომ ახლა გაცილებით ძლიერი გუნდი ჰყავთ, უკეთ ითამაშებენ და თურქეთის სუპერლიგაში ადგილს შეინარჩუნებენ.

მკითხველის კომენტარები / 13 /
კარგი ტრანსფერია თუ გამოიჩენს თავს,ევროპაში გზა გაეხსნება ,საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნება პერსპექტიული ფეხბურთელისთვის კარიერის დასასრულს ნიშნავს ფაქტიურად,თურქეთის მე-3 ლიგის დონეზეც არ გვაქვს უმაღლესი ლიგა
გიორგი ერისთავი
20:00 01-02-2020
2
სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. ახლა მაგას ნაკრებში ერთი-ორი გოლი უნდა, ევროპაზე გასვლა და აგერ ნახავთ, თუ თურქებმა 10 მილიონ ნაკლე გაყიდონ. მთავარია ასნავნოიში ჩაჯდეს და გოლები შეაგდოს, რა თქმა უნდა უტრამვოდ. მიტომაც გააფორმა მოკლე კონტრაქტი და სწორია, იოლად გადავა ახალ კლუბში.გალაში რომ გადავიდეს, რა , ცუდია?
vaso
15:53 01-02-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული