"ანკარაგიუჯიუში" პირველ მატჩში ლობჟანიძემ ბურთი ძელს ორჯერ გაარტყა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ანკარაგიუჯიუში" საბა ლობჟანიძის დებიუტი შედგა

ანკარულ გუნდს ერთწლიანი სატრანსფერო ბანი მოუხსნეს, ერთბაშად 15 ფეხბურთელი დაიმატა და მე-20 ტურში "ქასიმფაშასთან" საშინაო მატჩში აბსოლუტურად გადახალისებული შემადგენლობით ითამაშა.

ლობჟანიძე სასტარტო შემადგენლობაში იყო, ორჯერ გაარტყა ბურთი ძელს და 78-ე წუთზე შეცვალეს.

შეხვედრა 1:1 დასრულდა. "ანკარაგიუჯიუ" 14 ქულით ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა და 7 თებერვალს გასვლაზე "მალათიასპორს" დაუპირისპირდება.

ლობჟანიძე "ანკარაგიუჯიუმ" ორიოდე დღის წინ "რანდერსისგან" 400 ათას ევროდ შეიძინა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
საბა, ცალსახად და ალალად წარმატებებს გისურვებთ, მაგრამ კარგი რა, რა გიუჯიუ, ცოტა უფრო ევროპაში ვერა?!
3
ანკარაგიუჯუს ძაან შერეკილი გულშემატკივარი ჰყავს. აგრესიულები. მაგათ თამაშზე ნამყოფი ვარ და კინაღამ დააქციეს სტადიონი. ბეშიქთაშს ემტერებიან. ვერ იტანენ.
არ ვიცი წელს რა ამბიციები აქვს ანკარაგიუჯუს , მაგრამ ზოგადად ანკარაში ყველაზე პოპულარული ადგილობრივი კლუბია. ანკარის დაბალი ფენების გუნდად ითვლება. ანკარის ინტელიგენცია უფრო გენჩლერბირიგის გულშემატკივრობს.
ასე რომ ლობჟანიძე არაა ცუდ ადგილას. მთავარია თავი გამოიჩინოს..
გელა ნუგზარაშვილი
01:21 03-02-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული