ხვიჩა კვარაცხელიასა და ზურიკო დავითაშვილის "რუბინმა" გუშინ, 3 თებერვალს ამხანაგური შეხვედრა გამართა დანიურ "ოდენსთან" და ერთ-ერთ მომენტში ხვიჩამ დანიელების საჯარიმოში შეღწევა ეფექტურად მოახერხა - მცველს ბურთი ფეხებქვეშ გაუძვრინა და შეტევის გამწვავება სცადა.
"ხვიჩამ ყველაზე კარგად ითამაშა და კარგი შთაბეჭდილება მოახდინა. ქართველი გარემარბი ყველაზე აქტიური იყო. ხშირად უტევდა მოწინააღმდეგეს, რამდენჯერმე კარში დაარტყა და საჭიროებისამებრ, დაცვაშიც ეფექტური იყო." - წერს რუსული "სპორტექსპრესი" ქართველზე.
კვარაცხელიამ მატჩი სრულად ჩაატარა, ხოლო დავითაშვილი მოედანზე მეორე ტაიმში გამოვიდა. შეხვედრა რუსული კლუბის მარცხით დასრულდა - 0:1.
"რუბინმა" სლოვაკეთის ჩემპიონს სძლია - კვარაცხელიამ საგოლე გადაცემა გააკეთა
კვარაცხელიამ თავი ახალ მწვრთნელსაც მოაწონა - ვარჯიშზე საუკეთესოდ დაასახელეს