გუშინ, 9 თებერვალს, პორტუგალიის პრიმერა ლიგის მე-20 ტურში გიორგი მაკარიძის "ვიტორია სეტუბალი" გასვლაზე "მორეირენშეს" დაუპირისპირდა და ფრედ ითამაშა - 1:1.
აღსანიშნავია, რომ მაკარიძემ, რომელმაც მოედანზე 90 წუთი გაატარა, რამდენჯერმე გადაარჩინა სტუმართა კარი გაშვებული გოლისგან, თუმცა შეხვედრის 95-ე წუთზე მასპინძლებმა მაინც შეძლეს ქართველი კიპერის კარის აღება.
"ვიტორია სეტუბალი" 20 ტურის შემდეგ პორტუგალიის უმაღლესი ლიგის სატურნირო ცხრილში 26 ქულით მე-10 ადგილს იკავებს. მომდევნო ტურში "ვიტორია" საკუთარ მოედანზე "ჟილ ვისენტეს" მიიღებს. ეს მატჩი 15 თებერვალს, თბილისის დროით 00:30 საათზე დაიწყება.