"რუბინმა" მიქელთაძე და ყიფიანი იჯარით "როტორში" გაუშვა

AutoSharing Option
"რუბინმა" 22 წლის თავდამსხმელი ბექა მიქელთაძე და 23 წლის ნახევარმცველი ნიკოლაი ყიფიანი, რომელიც რუსეთის მოქალაქეა, სეზონის ბოლომდე იჯარით "როტორში" გაუშვა.

ორივენი "რუბინში" გასული წლის ზაფხულში გადავიდნენ. მიქელთაძემ რუსეთის ჩემპიონატის 11 მატჩში 1 გოლი გაიტანა, ხოლო ყიფიანმა 3 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

ვოლგოგრადული გუნდი პირველი ლიგის ლიდერი და პრემიერლიგაში დაბრუნების რეალური კანდიდატია.

მკითხველის კომენტარები / 9 /
როტორის დონის კლუბში გადასვლას ვერ ჩავთლი წარმატებულ ნაბიჯად რუსეთის პირველი დივიზიონი კი გასაგებია რომ გუნდი პირველ ადგილზეა მარა მაინც დაბალი დონეა კაცი, რომელიც ანორთოსისში, თბილისის დინამოში და რუბინში თამაშობდა 22 წლის ფეხბურთელი და როტორში აგრძელებს კარიერას ეგ, როგორ არის კარგი მისი კარიერისთვის?? ჩემთვის გაუგებარია ნამდვილად ჯობდა საერთოდ წამოსულიყო რუსეთიდან ან დინამოში ან ბათუმის დინამოში,ბოლო ბოლო ევრო ტურნირებზე გამოვიდოდა და რუსეთის პირველ დივიზიონში საქართველოს ჩემპიონატის დონის კლუბებთან შედარებით უფრო დაბალი დონის კლუბებთან მოუწევს თამაში.ვერავინ ვერ დამიმტკიცებს იმას რომ საბურთალოზე დინამოზე ან დინამო ბათუმზე მაღალი დონის კლუბები არიან რუსეთIს პირველ დივიზიონში.
გიორგი
21:19 11-02-2020
13
თქვენ რომ კარგი უცხოური კლუბის პრეზიდენტი იყოთ, ასეთ ფეხბურთელებს იყიდიდით?
ვალერი
23:17 11-02-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული