ბექა მიქელთაძე: რუსეთის პრემიერლიგის 3 გუნდის ვარიანტი მქონდა, მაგრამ "როტორი" ვამჯობინე...

AutoSharing Option
ქართველმა თავდამსხმელმა ბექა მიქელთაძემ სპორტულ გაზეთ "ლელოსთან" საუბრისას კომენტარი ყაზანის "რუბინის" დატოვებასა და კარიერის "როტორში" გაგრძელებაზე გააკეთა.

- "რუბინიდან" რატომ წახვედით?
- რატომ და, ახლა დიდი სათამაშო პრაქტიკა მჭირდება. 22 წლისას სკამზე ჯდომა არანაირად არ მაწყობდა.

- შესაძლოა, რომ იჯარის დასრულების შემდეგ "რუბინში" ისევ დაბრუნდეთ?
- სლუცკისთან ამაზეც ვილაპარაკეთ. "როტორის" მერე მნახეთ - თუ დავიმსახურებ, დამიბრუნეთ, თუ არა და, კარგად იყავით-მეთქი. ასე დავშორდით ერთმანეთს.

- საიდან გამოჩნდა "როტორის" ვარიანტი?

- ზუსტად ამ პერიოდში დამიკავშირდნენ, როცა გუნდიდან წასვლაზე დავიწყე ფიქრი. მიმაჩნია,
რომ ამჟამად ჩემთვის მშვენიერი გუნდია. იყო შემოთავაზებები და ჩემი მენეჯერი ამ ვარიანტებზე მუშაობდა, რომ სხვაგან წავსულიყავი.

- რა ვარიანტები გქონდათ?

- იყო "ორენბურგის", "კრილია სოვეტოვისა" და "უფას" ვარიანტები. სხვა გუნდებიც იყო, მაგრამ "როტორი" ვამჯობინე, რადგან მირჩევნია ვითამაშო იქ, სადაც მენდობიან და მათამაშებენ. ჩემს ადგილზე ყველა ფეხბურთელი ასე იფიქრებდა. ისევ სკამზე ჯდომით და 10-15 წუთით, ჰა-ჰა, მაქსიმუმ 30 წუთით მოედანზე გასვლით ვერანაირად ვერ გავიზრდებოდი. ამას მირჩევნია, დაბალი ლიგის გუნდში ვიყო და იქ თამაშით წინ გადავდგა ნაბიჯი.

ინტერვიუს სრული ვერსიის ნახვა LELO.GE-ზე შეგიძლიათ.

მკითხველის კომენტარები / 1 /
მეორე ლიგის გუნდებთან თამაშით როგორ უნდა გაიზარდო და მოუმატო?? რა დონის კლუბში და ჩემპიონატშიც თამაშობს ფეხბურთელი იმ დონის მიხედვით ვითარდება თუ დაბალი დონეა დაბალ დონეზე თუ მაღალი მაღალ დონეზე მარტივი ლოგიკა.
გიორგი
18:16 13-02-2020
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული