ჩაკვეტაძემ გადამწყვეტი საგოლე გადაცემა გააკეთა, "გენტმა" გაიმარჯვა - წინ "რომასთან" ბრძოლაა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
14 თებერვალს, ბელგიის ჩემპიონატის 26-ე ტურში "გენტმა" სტუმრად "ეუპენი" 3:2 დაამარცხა.

გიორგი ქვილითაია სასტარტოში იყო და 68-ე წუთზე გიორგი ჩაკვეტაძემ შეცვალა, რომლის საგოლე გადაცემით მცველმა კასტრო-მონტესმა 84-ე წუთზე თავურით გამარჯვების გოლი გაიტანა.

"გენტის" 20 წლის თავდამსხმელმა ჯონათან დავიდმა დუბლი შეასრულა და მის ანგარიშზე მიმდინარე ტურნირის 25 მატჩში 15 გოლია.

"გენტი" 52 ქულით მეორე ადგილზეა და 23 თებერვალს, შემდეგ ტურში "სენტ ტრუიდენს" უმასპინძლებს, იქამდე კი, 21 თებერვალს, ევროპა ლიგის პლეი-ოფის პირველ მატჩში გასვლაზე "რომას" დაუპირისპირდება.

ეუპენი. "ამ კაჰრვეგი"
ეუპენი - გენტი 2:3
გოლები:
0:1 დავიდი (5), 1:1 პრევლიაკი (7), 1:2 დავიდი (12), 2:2 მილიჩევიჩი (19), კასტრო-მონტესი (84)

მკითხველის კომენტარები / 27 /
ჩაუთვალეს საგოლე გადაცემად - https://int.soccerway.com/matches/2020/02/14/belgium/pro-league/koninklijke-as-eupen/koninklijke-atletiek-associatie-gent/3050350/
ნუგზარი
15 თებერვალი 2020 03:51
0
ჩაკვეტაძე უდაოდ კარგი ფეხბურთელია და წარმატებები მას,მაგრამ გვყავს მართლა გამორჩეული და სუპერ ტალანტები დავითაშვილი და კვარაცხელია,რომლებიც სულ თამაშობენ და საუკეთესონი არიან,ქათველ ფეხბურთელებში ეხლა მსგავსი ან თუნდაც ახლოს მყოფი ფეხბურთელების არ არიან ვგულისცმობ ოცდაერწლამდე ფეხბურთელებს
gio
15 თებერვალი 2020 12:35
15
ვინ გავიდა რუსეთიდან და ვინც კარგი ფეხბურთი ითამაშა კობიაშვილია შელია საკმარისია თუ კიდევ ჩამოვთვალო.ეხლა რაც შეეხება კვარას და ზუკას მაგარ ფეხბურთს თამაშობენ ერთ-ერთ კარგ ლიგაში,ნუ ამას რომ მიხვდეს ხალხი მინიმუმ ბურთი მრგვალი რომ არის ის უნდა იცოდნენ და არ იყვნებ კლავიატურის ლომები
გიორგის
15 თებერვალი 2020 15:39
6
მიდი მოუამტე ჩაკვე, ფორმაში მყოფი ჩაკვეტაძე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ის ნაკრების ლიდერია, რაც თამაშითაც დაამტკიცა! კვარცხელიას და დავითაშვილს რაც შეეხება, რუსეთის ჩემპიონატში თამაში ადვილი ნაღდად არ არის და გუნდში ერთ-ერთი საკვანძო ფიგურები არიან. მომატება უნდათ ამ ბიჭებს რომ უფრო მაღალ დონეზე გავიდნენ და იმედია ესეც იქნება!
zaza
15 თებერვალი 2020 19:59
0
ყველა გამოხმაურება
კარგით რა მართლა უკვე მარაზმს ემსგავსება ბევრის კომენტარები. რა ნახეთ ასეთი ბიჭმა ჩააწოდა და თანაგუნდელმა გაიტანა. რა დაინახეთ აქ საოცრება! მალე ალბათ იმასაც იტყვით თამაშის დროს ბურთი მიიღოო. ვფიქრობ ეს ყველაფერი ავტორის ბრალია.ყველაფერზე როგორ შეიძლება აქო?
დავით 67
15 თებერვალი 2020 23:17
8
ვნახე მონაცემები და ოფიციალურად არ აქვს ასისტი ჩათვლილი და რა მაფიაა?? რამე დაუზუსტებელი სტატიაა თუ რატო არ არის ოფიციალურად ასისტი დაფიქსირებული?!
T.q
15 თებერვალი 2020 03:18
8
სად ნახე ოფიციალური ? ხალხმა მატჩს ვუყურეთ , ტიპმა იმენა ახედა მარჯვრნა მცველს და თავზე დაასვა ბურთი რა არ ჩაუთვალეს , ოფიციალური ალბათ ფლეშკორი გგონია :)))
ლაშა
15 თებერვალი 2020 10:07
1
ლაივსქორზე და ფლეშსქორზე თუ ნახე, მანდ ზოგჯერ ბელგიის ჩემპიონატზე ასისტებს არ აფიქსირებენ. სოქერვეიზე ნახე, იქ წერია
pasuxi
15 თებერვალი 2020 17:22
0
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული