ჩაკვეტაძემ გადამწყვეტი საგოლე გადაცემა გააკეთა, "გენტმა" გაიმარჯვა - წინ "რომასთან" ბრძოლაა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
14 თებერვალს, ბელგიის ჩემპიონატის 26-ე ტურში "გენტმა" სტუმრად "ეუპენი" 3:2 დაამარცხა.

გიორგი ქვილითაია სასტარტოში იყო და 68-ე წუთზე გიორგი ჩაკვეტაძემ შეცვალა, რომლის საგოლე გადაცემით მცველმა კასტრო-მონტესმა 84-ე წუთზე თავურით გამარჯვების გოლი გაიტანა.

"გენტის" 20 წლის თავდამსხმელმა ჯონათან დავიდმა დუბლი შეასრულა და მის ანგარიშზე მიმდინარე ტურნირის 25 მატჩში 15 გოლია.

"გენტი" 52 ქულით მეორე ადგილზეა და 23 თებერვალს, შემდეგ ტურში "სენტ ტრუიდენს" უმასპინძლებს, იქამდე კი, 21 თებერვალს, ევროპა ლიგის პლეი-ოფის პირველ მატჩში გასვლაზე "რომას" დაუპირისპირდება.

ეუპენი. "ამ კაჰრვეგი"
ეუპენი - გენტი 2:3
გოლები:
0:1 დავიდი (5), 1:1 პრევლიაკი (7), 1:2 დავიდი (12), 2:2 მილიჩევიჩი (19), კასტრო-მონტესი (84)

მკითხველის კომენტარები / 27 /
უმაგრესი მიღებაა გააკეთა ჯერ ერთ მომენტში, მერე თავდაჯერება შეემატა და წავიდააა! მიდი გიოო!! :) რა აჩქარება გააკეთა და რა პასი! და კიდევ რა მაგარი მომენტები იყო, გილოცავთ ყველას. წარმატებები გიორგი!!! მადლობა!
გადასარევი გიორგი
01:42 15-02-2020
2
გიო შევიდა და თამაში გააკეთა!!! კარგად წაიღო ბურთი და მონტესს დაასვა თავზე!!! მეტი რა უნდა ექნა ოც წუთში???!!! ყოჩაღ ჩვენებს!!!
დათო
01:32 15-02-2020
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული