გვილიამ პოლონეთში მორიგი საგოლე პასი გააკეთა - ლიგაში ასისტებით ერთ-ერთი ლიდერია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ვაკო გვილიამ პოლონეთის ექსტრაკლასაში მორიგი საგოლე პასი გააკეთა.

22-ე ტურში გვილია "რაკოვთან" გასვლით მატჩში შეცვლაზე 54-ე წუთზე შევიდა და მისი პასით ხოსე კანტემ "ლეგია" დააწინაურა (2:1). თუმცა, მასპინძლებმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს და ფრეს მიაღწიეს - 2:2.

ვაკო გვილიასთვის აღნიშნული ასისტი ეკსტრაკლასას მიმდინარე სეზონში მე-5 იყო და ამ მაჩვენებლით მხოლოდ "ლეხის" შემტევ იეტვიჩს ჩამორჩება.

"ლეგია" 42 ქულით ლიდერია და 22 თებერვალს "იაგელონიას" უმასპინძლებს.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
გვილია და აბურჯანია რომ არიან სათადარიგოები და არ ეძლევათ სათამაშო დრო თავიანთ კლუბებში ეს ჩემთვის პირადად არის გაუგებარი ეს ბიჭები იმსახურებენ ძირითადში თამაშს მე მახსოვს როცა აბურჯანია დაყენა პირველად ძირითადში გოლი გაიტანა ხოლო ახლა დაყენა ძირითადში და ისევ გოლი გაიტანა და გვლიამ წინა თამაშიც შემოვიდა და საგოლე გადაცემაა გააკეთა და ან ერთმა ან მეორემ მეტი რა უნდა ქნან რომ დაიმსახურონ ადგილი სასტარტოში ამოუხსნელია ჩემთვის.
გიორგი
04:13 16-02-2020
0

სიახლეები პოპულარული