ოქრიაშვილი დაბრუნდა, ლორიამ გუნდი გადაარჩინა - "ანორთოსისმა" გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
16 თებერვალს, კვიპროსის ჩემპიონატის მე-20 ტურში "ანორთოსისმა" "სალამინას" 3:2 სძლია.

"ანორთოსისის" მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ 4 ქართველი დააყენა ძირითად შემადგენლობაში: გიორგი ლორია, ბუბა დაუშვილი, ტრავმამორჩენილი თორნიკე ოქრიაშვილი და ნიკა კაჭარავა, რომელიც შესვენების შემდეგ შეცვალა. ჯანო ანანიძე კი 77-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.

"ანორთოსისი" მთელი მატჩის განმავლობაში დომინირებდა, მაგრამ 81-ე წუთამდე ანგარიში 2:2 იყო, შემდეგ კი შეცვლაზე შესულმა დურიშმა გაიტანა გოლი. დარჩენილ დროში ლორიამ თავისი გუნდი ორჯერ გადაარჩინა და ფამაგუსტელებმა გაიმარჯვეს.

"ანორთოსისი" 43 ქულით ლიდერია, მეორეადგილოსან "ომონიას" 5 ქულით უსწრებს და 22 თებერვალს
"ეთნიკოსს" შეხვდება.

ნამატჩევს ქეცბაიამ განაცხადა, რომ კარგი თამაში იყო, მოგება დაიმსახურეს, თუმცა დაცვამ კვლავ უპატიებელი შეცდომები დაუშვა, ეს გამოსასწორებელია, სატურნირო მდგომარეობა განიმტკიცეს და უნდათ ბოლომდე პირველ ადგილზე დარჩნენ.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 11 /
ადმინ თუ შეიძლება გაგვირკვიე ანორთოსისის მატჩებს თუ გააშუქებს რომელიმე ქართული სპორტული არხი!
გულშემატკივარი
08:19 17-02-2020
0
ლორიამ გუნდი გადაარჩინა და გაიმარჯვეს კიი გბიხარია და ვგულშემატკივრობთ ქართველებს ყველგან და ყოველთვის და დიდ როლს თამაშობენ ამ გუნდში კონკრეტულად ქართველები ლორიამ რო მაგრარი მეკარეა ორი აზრი არის მაგრამ გოლები ვინც გაიტანა იმათი წვლილიც ხომ დიდია დღევანდელ გამარჯვებში ჩვენებს რო გაეტანათ ხოო საერთოდ სტატია იქნებოდა მიდი მოვდივარ და ჩვენ არ მოგვწონს სომხების ესეთი თვისება რო ყველაფერს იჩემებენ და ყველაფერს თავის თავზე იბრალებენ ეს არმენული ხასიათი არ მევასება რაა რაც სხვისი არ მოგვწონს თვიონ უარესს ვაკეთებთ და იმიტომაც არის რო ჩვენს მიმართ ევროპიდან აშკარა უპატივისმცემლობა მოდის ამ სპორტის სახეობაში იმენა არმენიაა თუ საქართველო??? ბიჭებს კიდე დიდ წარმატებებს ვუსურვებ
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული