კვიპროსის თასის პირველი 1/4-ფინალური მატჩი "ანორთოსისსა" და "სალამინას" შორის 1:1 დასრულდა.
"სალამინა" "ანორთოსისმა" ჩემპიონატზე სამი დღის წინ 3:2 დაამარცხა, ამჯერად კი მათ შეხვედრაში ფრე დაფიქსირდა.
"ანორთოსისში" შეუცვლელად ითამაშეს გიორგი ლორიამ და ნიკა კაჭარავამ. ჯანო ანანიძე მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ პირველად დააყენა ძირითად შემადგენლობაში და 66-ე წუთზე შეცვალა. თორნიკე ოქრიაშვილი შესვენების შემდეგ შევიდა შეცვლაზე, ხოლო ბუბა დაუშვილი დისკვალიფიცირებული იყო.
ანგარიში 61-ე წუთზე სტუმართა გუნდის მცველმა ანდერსონ კორეამ გახსნა, ხოლო 84-ე წუთზე საპასუხო გოლი პენალტით რაიომ გაიტანა, რომელმაც ანანიძე შეცვალა.
ამ გუნდების განმეორებითი
მატჩი 26 თებერვალს გაიმართება.