თურქულ შეკრებაზე ყაზახეთის "ქაირათთან" ჩატარებულ საკონტროლო მატჩში (2:3) "რუბინის" ნახევარმცველმა ზურიკო დავითაშვილმა გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა.
ამ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია ხვიჩა კვარაცხელიას, დავითაშვილმა კი შეუცვლელად ითამაშა. პირველი ტაიმი ყაზანურმა გუნდმა 0:3 წააგო, ხოლო მეორე ტაიმი უკეთ ჩაატარა.
76-ე წუთზე ზურიკომ პენალტით ანგარიშში სხვაობა შეამცირა.
90-ე წუთზე კი მისი პასით დანიელმა ოლივერ აბილდგორმა გაიტანა გოლი.
22 თებერვალს "რუბინი", შეკრების უკანასკნელ მატჩში მოლდოვის "შერიფს" შეხვდება, პირველ მარტს კი, რუსეთის
პრემიერლიგის მე-20 ტურში გასვლაზე "ტამბოვს" დაუპირისპირდება.