"მეშინია, "ტობოლში" ან კუსტანაიში არ დაასრულოს კარიერა" - ლევან სალუქვაძემ გიორგი ჩაკვეტაძის ირგვლივ შექმნილ სიტუაციაზე ისაუბრა

AutoSharing Option
გადაცემა "იმედის ფსონში" სპორტულმა ჟურნალისტმა ლევან სალუქვაძემ "გენტისა" და საქართველოს ნაკრების ამომავალ ქართველ ვარსკვლავზე გიორგი ჩაკვეტაძეზე ისაუბრა.

"სამწუხაროდ, ევროპის ლიგაზე გიორგი ჩაკვეტაძის გულშემატკივრობა ისე არ გამოგვივიდა, როგორც ჩვენ გვსურდა. ველოდით უფრო მეტს ამ ფეხბურთელისგან და ველოდით უფრო მეტს "გენტის" მწვრთნელისგან, რომ მას უფრო მეტ სათამაშო დროს დაუთმობდა.

დასამალი არავისთვის არ არის, რომ ქართული ფეხბურთის მთავარი იმედი გვყავს ჩაკვეტაძე. ყველა ქვეყანაში გამოჩნდება ხოლმე 1-2 ფეხბურთელი, რომლის ირგვლივაც უნდა ჩამოყალიბდეს გუნდი.

იცით, რა... ცოტა თავის ვიტყუებთ რა... ვამბობთ, რომ ტრავმა ჰქონდა და
ა.შ. მაგრამ ვერ ხვდებით, რომ დრო გადის?!

ტრავმა ჰქონდა და ეს ყველა ფეხბურთელისთვის ძალიან ცუდია, მაგრამ მას შემდეგ ძალიან დიდი დრო გავიდა. დიდი დრო გავიდა ასევე ტრავმის მკურნალობამდე, მკურნალობიდან აღდგენამდე და ა.შ.

კარგია სიფრთხილე, რომ არ ვაჩქარებთ და არ გვინდა ტრავმა გაუმიზეზდესო, მაგრამ ესე ნელა მოქმედებაც ჰო არ შეიძლება?!

სად დაიკარგეთ ის ხალხი, რომ წერდით, ჩაკვეტაძე "რომას" უნდაო და კოლოსარულ თანხებს ასახელებდით?! თუ მართლა ასე იყო, გამოეყვანათ ამ "რომასთან" და უფრო მეტი დრო და დავალება მიეცათ.

სირაქლემის პოზიციაში ვცხოვრობთ, თავი გვაქვს ჩაყოფილი ქვიშაში და რასაც ვიტყვით, გვინდა რომ მხოლოდ იმის გვჯეროდეს.

ოქროს პერიოდი, რომ მიდის ვერავინ ხვდებით? გამოდის "გენტის" პრეზიდენტი და იტყვის, რომ 25 მილიონზე ნაკლებად არ გავყიდიო. დიდი ბოდიში, მაგრამ ჰოლანი იყიდა "დორტმუნდმა" 20 მილიონად და იქ რაებს აკეთებს, ყველამ კარგად იცის.

10 მილიონად, რომ გაიყიდოს ჩაკვეტაძე და კარგ გუნდში გადავიდეს, საქართველოსთვის ცუდია? თუ შევაბერდეთ ამ "გენტს", "სენტ ტრუიდენს", "ვარეგემსა" და ეგეთ გუნდებს...

არ ვიცი, ეს წყევლაა თუ რა არის, მაგრამ ბელგიაში ვერცერთმა ქართველმა ფეხბურთელმა ვერ გაიხარა. ტალანტების სასაკლაოდ იქცა ეს ქვეყანა.

"ბაიერნში" გადასვლაზე მიდიოდა ხმები და საზოგადოების ერთმა ნაწილმა თავი მოიკლა როგორ შეიძლებაო და აგერ ბატონო, თუ არ შეიძლება...

მეშინია, რომ ჩაკვეტაძემ "ირტიშში" ან სადმე კუსტანაიში არ დაასრულოს კარიერა, ან კიდე უკეთეს შემთხვევაში "იაგელონიაში".

არ მინდა, რომ ასეთი ნიჭიერი ფეხბურთელი და ტალანტი დავკარგოთ", - ამბობს სალუქვაძე.
მკითხველის კომენტარები / 86 /
ნუ მიბლოკავთ ნაწერს!! უხამს არასდროს არაფერს ვწერ! ჩემი აზრის გამოთქმის უფლება მაქვს - ეს სალუქვაძე და ამნაირები რომ არიან ქართველი კომენტატორები, იმიტომაა ასეთ დღეში ფეხბურთი! საიდანაც ქარი დაუბერავს და რასაც უმრავლესობა იტყვის რომ იმეორებენ. ვაი შენს პატრონს. ჩაკვეტაძე არამარტო უნიჭიერესია, ამაში კი არაა საქმე შე მართლა ფეხბურთის უცოდინარო, არამედ იმაში, რომ მას ხასიათის უმნიშVნელოვანესი თვისებები აქვს დიდი ფეხბურთელის. საქართველოს ნაკრების მომავალი მთლიანად არის დამოკიდებული ამ ბიჭის მომავალზე, რადგან მას თამაშის მართვა შეუძლია. ძალიან კარგად ესმის მომენტი, ტემპი, როდის რა უნდა ქნას გუნდმა, თავმდაბალია თან და თან არ ტრიპაჩობს, პასებს იძლევა, სადაც საჭიროა საკუთარ თავზე იღებს ბურთს და უაღრესად ტექნიკურია და სწრაფი, მაგარი დარტყმა აქვს, ფიზიკურად ტფუ ტფუ ტფუ ძლიერია და ძალიან სწრაფად იღებს გადაწყვეტილებებს... იმსახურებს ნამდვილად ძალიან დიდ კლუბს და ეჭვიც არ მეპარება რომ გადავა თU ყველაფერი სწორად და კარგად წავიდა, ღმერთმა ქნას. მარა პატარა ბიჭია და ეხლა ამხელა წნეხს ატარებს, წარმოიდგინეთ რამდენი ათასი კაცი სწერს და ეუბნება, რომ მისი იმედი აქვს და ასე.შ და იმ 15 წუთში რასაც აძლევენ მაქსიმუმს აკეთებს. ხოდა შენნაირი კომენტატორი რომ გამოვა და ამ სისულელეებს იტყვის, მერე აუცილებლად ბოდიშიც უნდა მოიხადო თუ კაცი ხარ, რომ იყიდის მართლა ეს რომა და ვარსკვლავი რომ გახდება, მარა მერე შეიძლება პირიქით თქვა, მეც ამას ვამბობდიო. ჩაკვე - შენ ხარ მაგარი! არასდროს არ უსმინო ასეთ ვაი მცოდნეებს მეგობარო. წარმატებები და წარმატებები!!!
გადასარევი გიორგი
17:38 22-02-2020
48
რუსეთი რაც არის ყველამ ვიცით, მაგრამ ისიც ვიცით, რომ კვარაცხელია და დავიტაშვილი წინ მიდიან, იმ რუსეთში წსორედ,და ბელგიაში კიქვილითაია და ჩაკვეტაძე უკან უკან მოიწევენ.
რამდენიც გინდათ აგინეთ რუსეთს (მეც შემგიერთდებით) მაგრამ რაც ვთქვი ის ფაქტია და კიდევ უფრო ცხადოი ფაქტი იქნება მომავალში.

გინება, რომ საქმეს შველოდეს...
22
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული