არდაზიშვილმა "რუხთან" კონტრაქტი გააფორმა და კლუბის დირექტორი აქებს

AutoSharing Option
22 წლის ნახევარმცველმა რატი არდაზიშვილმა ლვოვის "რუხთან" ხანგრძლივვადიანი კონტრაქტი გააფორმა.

რატი თბილისის "ლოკომოტივის" აღზრდილია, ბოლო სეზონში კი იჯარით "ჩიხურაში" ასპარეზობდა.

"რუხი" უკრაინის პერშა ლიგის (რანგით მეორე დივიზიონია) ლიდერი და პრემიერლიგაში გადასვლის რეალური კანდიდატია.

რატიმ განაცხადა, რომ ორ კვირაზე მეტია, ახალ გუნდშია, კლუბს ამბიციური პროექტი აქვს, თანაგუნდელები ადაპტაციაში ეხმარებიან, სპარინგში გოლიც გაიტანა, სეზონის დასაწყისში შესანიშნავ ფორმაში იქნებიან და სურს, გუნდს მიზნის მიღწევაში დაეხმაროს.

არდაზიშვილი "რუხის" სპორტულმა დირექტორმა ვლადიმირ ლაპიცკიმ შეაქო: "ქართველი ფეხბურთელები ყოველთვის გამოირჩეოდნენ ტექნიკით. რატი გამონაკლისი არ არის. მას რეკომენდაცია
ცნობილმა საფეხბურთო აგენტმა და სატელევიზიო ექსპერტმა მიხეილ მეტრეველმა გაუწია. ის ჩვენი კარგი მეგობარია, კარგად იცნობს ქართულ საფეხბურთო ბაზარს. რატი სინჯებზე მოვიწვიეთ, საქმეში ვნახეთ და ხელშეკრულება გავუფორმეთ. ახალგაზრდა და ძალიან პერსპექტიულია. მჯერა, ის დასახული ამოცანების შესრულებაში დაგვეხმარება.

გვესმის, ადაპტაციისთვის დრო სჭირდება, არა მარტო სათამაშო, არამედ ყოფით საკითხებშიც. ენის არცოდნის პრობლემა აქვს. რასაც მწვრთნელი მისგან ითხოვს, ჯერ ყველაფერი არ ესმის, მაგრამ ლვოვში მას უკრაინული ენის რეპეტიტორი ელის.

ჩვენ რატის თამაშები თბილისის "ლოკომოტივში" ვნახეთ. მერწმუნეთ, მაღალ დონეზე შეუძლია ასპარეზობა. ფეხბურთი უზომოდ უყვარს, ძალიან მონდომებულია, ეს კი იმას ნიშნავს, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ".

მკითხველის კომენტარები / 1 /
რა არის ეს მაისურზე სახელების და "კლიჩკების" დაწერა რომ დაიწყეს.რატი,ვაკო,ზურიკო,კვარა.თურქებმა იციან ასე.
კვარა
23:23 25-02-2020
2

სიახლეები პოპულარული