ეროვნული ლიგა. XII ტური: "ლოკომოტივი" "საბურთალოსთან" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
14 მაისს, ეროვნული ლიგის მე-12 ტურის მეორე შეხვედრა გაიმართა. მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგოთა მოედანზე ერთმანეთს თბილისის "ლოკომოტივი" და "საბურთალო" დაუპირისპირდნენ.

ანგარიში მატჩის 30-ე წუთზე "ლოკომოტივმა" გახსნა - თავი რატი არდაზიშვილმა გამოიჩინა. პირველი ტაიმი ასეც მორჩა. 61-ე წუთზე "ლოკომოტივის" კარში ჯარიმა დაინიშნა და მაშინ, როცა ყველა საჯარიმოში ჩაწოდებას ელოდა, ვაგნერ გონსალვესმა მოულოდნელად კარში დაარტყა და ულამაზესი გოლით ანგარიში გაათანაბრა.

68-ე წუთზე "საბურთალოს" მწვრთნელმა გია ჭიაბრიშვილმა მოედანზე ირაკლი ბიძინაშვილი შეიყვანა, რომელმაც შემოსვლიდან 4 წუთში გონსალვესის გადაცემის შემდეგ "საბურთალო" წინ გაიყვანა და ამ
გოლით თავის გუნდს მნიშვნელოვანი 3 ქულაც მოუპოვა.

"საბურთალოს" ამ გამარჯვებით 19 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზეა, "ლოკომოტივი" კი 22 ქულით მესამეა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული