რუსეთის პრემიერლიგა ახლდება: რა როლი ელით "რუბინის" ქართველებს?

AutoSharing Option
ფოტო: rubin-kazan.ru

ხვალ, 28 თებერვალს, რუსეთის პრემიერლიგა განახლდება და ზეგ, 29 თებერვალს, აღნიშნულ ლიგაში მოთამაშე ქართველები პირველ შეხვედრებს ჩაატარებენ.

ჩრდილოელი მეზობლის უმაღლეს ლიგას 5 ქართველიღა შემორჩა - ზურიკო დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია ყაზანის "რუბინში", საბა კვირკველია მოსკოვის "ლოკომოტივში", გია გრიგალავა ტულის "არსენალში" და ჯიმი ტაბიძე "უფაში".

ჯიმი ტაბიძისა და გია გრიგალავას შემთხვევაში დარწმუნებულები ვართ, რომ ისინი საკუთარი გუნდების ძირითადი შემადგენლობის წევრები იქნებიან. დიდი ალბათობით, სასტარტო 11-ეულს დაუბრუნდება საბა კვირკველიაც, რომელსაც პირველი წრე თითქმის სრულად გაუცდა. საინტერესოა, ხვიჩა კვარაცხელიასა და ზურიკო
დავითაშვილს რა როლს მიანიჭებს გუნდში ყაზანის "რუბინის" ახალი მწვრთნელი ლეონიდ სლუცკი.

მოსამზადებელ ეტაპზე ჩატარებულ ამხანაგურ შეხვედრებში ხვიჩა კვარაცხელია ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ზურიკომ ცოტა მძიმედ დაიწყო, თუმცა შეკრების ბოლო თამაშებში დავითაშვილმაც კარგად წარმოაჩინა თავი.

ონლაინგამოცემა kazanfirst.ru წერს, რომ "ტამბოვთან" 1-ელ მარტს გასამართ შეხვედრაში, დიდი ალბათობით, ორივე ქართველი "რუბინის" ძირითად შემადგენლობაში იქნება. ამის თქმის საფუძველს ჟურნალისტს ის აძლევს, რომ ზურიკო და ხვიჩა ყაზანური გუნდის კიდევ 9 ფეხბურთელთან ერთად (შესაბამისი ამპლუების მოთამაშეები) ცალკე ემზადებოდნენ.

"ლოკომოტივი" გაზაფხულის სეზონს "ზენიტთან" გასვლითი მატჩით 29 თებერვალს გახსნის. გასვლაზე ჩაატარებს საკუთარ შეხვედრას ტულის "არსენალიც", "მეთოფეები" 1-ელ მარტს "სოჭის" დაუპირისპირდებიან. 1-ელ მარტს "უფა" ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერ "კრასნოდარს" ესტუმრება.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ნეტავ რუსებმა ღვინო და ავიარეისებივით ქართველ ფეხბურთელებზეც ემბარგო დააწესონ, გვეშველება...
zura
16:20 27-02-2020
20
რა ღვინის ემბარგო 70% ექსპორტის რუსეთზე მოდის დალეხდენ მეღვინეები დდ წარმატებები ბიჭებს.
zaza
11:06 28-02-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული