გვილიამ გაიტანა - "ლეგიამ" უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა

AutoSharing Option
პოლონეთის ექსტრაკლასას 24-ე ტურში ვაკო გვილიას "ლეგიამ" ვარშავაში 2:1 მოუგო "კრაკოვიას".

"ლეგია" ლიდერია, "კრაკოვია" კი მისი უახლოესი მდევარი და ამ მატჩამდე 3 ქულით უსწრებდა. მოკლედ, სტუმარ გუნდს მოგების შემთხვევაში, შეეძლო მასპინძელს დაწეოდა და სატურნირო ცხრილში ორხელისუფლებიანობა დამყარდებოდა.

თუმცა, არმიულმა კლუბმა იმარჯვა და ამაში თავისი წვლილი ვაკომაც შეიტანა, რომელიც მწვრთნელმა ძირითად შემადგენლობაში დააყენა და შეუცვლელად ათამაშა. მან გოლი 44-ე წუთზე გაიტანა და ანგარიში 2:0 გახადა. მეორე ტაიმში მოწინააღმდეგემ მხოლოდ ანგარიშის შემცირება მოახერხა.

მიმდინარე ჩემპიონატზე გვილიას ანგარიშზე 4 გოლი და 5 საგოლე
გადაცემაა.

4 მარტს "ლეგია" გდანსკში "ლეხიას" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 2 /
კვარეჟმას სტილში შეასრულა, მაგარი გოლი გაიტანა, კარგია ფორმაში რო არის წარმატებები
irakli
01:21 01-03-2020
0
Magari kacii, abashenici gvilo
Bacho
01:08 01-03-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული