ზივზივაძემ გაიტანა და თავის გუნდს ნახევარფინალისაკენ მიუძღვის

AutoSharing Option
უნგრეთის თასის პირველ 1/4-ფინალურ მატჩში, რომელსაც 650 მაყურებელი დაესწრო, "მეზოკოვეშდმა" სტუმრად "პუშკაში" 1:0 ბუდუ ზივზივაძის მიერ 47-ე წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა და ნახევარფინალისაკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

ამ გუნდების განმეორებითი შეხვედრა 11 მარტს მეზეკოვეშდში გაიმართება.

რაც შეეხება ჩემპიონატს, ზივზივაძის გუნდი 23 ტურის შემდეგ 41 ქულით მესამე ადგილზეა და 7 მარტს სტუმრად "კაპოშვარის" დაუპირისპირდება. ჩვენებურმა პირველობის 22 მატჩში 7 გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 16 /
გამოსაძახებელია ეს ბიჭი ნაკრებში, გაქვს გოლები სტაბილურად. დღესაც ძან მაგარი გოლი გაიტანა.
გოგა
00:38 04-03-2020
2
ჩემი აზრით,ბუდუ იმსახურებს კიდევ ერთ სანაკრებო შანსს,მითუმეტეს იმის ფონზე,რომ თავდამსხმელების სერიოზულ დეფიციტს განვიცდით!
Alex.F
00:09 04-03-2020
0

სიახლეები პოპულარული