თურქეთის ჩემპიონატის 25-ე ტურში საბა ლობჟანიძის "ანკარაგიუჯიუ" სტამბულში 1:2 დამარცხდა "ბეშიქთაშთან".
რამდენიმე წარმატებული მატჩის შემდეგ ანკარულმა გუნდმა გასულ ტურში საკუთარ მოედანზე 0:3 მარცხი განიცადა "სივასპორთან". იმ შეხვედრაში, როდესაც ანგარიში 0:0 იყო, 36-ე წუთზე გააძევეს "ანკარაგიუჯიუს" ნახევარმცველი მილოშ სტანოევიჩი, რის შემდეგაც სტუმრები უპირატესობას დაეუფლნენ და გამარჯვება მოიპოვეს. ლობჟანიძე 75-ე წუთზე შეცვალეს.
"ბეშიქთაშთან" მწვრთნელმა ლობჟანიძე სასტარტოში არ დააყენა, 68-ე წუთზე შეუშვა შეცვლაზე, მაგრამ თავის გუნდს ვერაფრით დაეხმარა.
"ანკრაგიუჯიუ" 20 ქულით ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა და 13 მარტს "რიზესპორს" უმასპინძლებს.
სტამბული. "ვოდაფონ პარკი"
ბეშიქთაში -
ანკარაგიუჯიუ 2:1
გოლები: 1:0 ილმაზი (6, პენ), 2:0 ლიაიჩი (88), 2:1 პარლაკი (90+3, პენ)
თურქეთის ბოლიადგილოსან გუნდშიც სკამზეა და იმიტომ