"გენტი" კვლავ დამარცხდა - ქართველები ვერაფრით დაეხმარნენ

AutoSharing Option
ბელგიის ჩემპიონტის 29-ე ტურში "გენტი" საკუთარ მოედანზე უშუალო კონკურენტ "შარლერუასთან" 1:4 დამარცხდა.

"გენტმა" პირველობაზე ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა, 55 ქულით მეორე ადგილზეა, "შარლერუა" მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება და 15 მარტს სტუმრად "ვაასლანდ-ბევერენს" დაუპირისპირდება.

გიორგი ქვილითაია სასტარტოში იყო და შესვენებაზე ანდერსონ ნიანგბომ შეცვალა, რომელმაც გოლი გაიტანა, ხოლო გიორგი ჩაკვეტაძე 55-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.

გენტი. "გელამკო-არენა"
გენტი - შარლერუა 1:4
გოლები: 0:1 ნიკოლსონი (39), 0:2 ლაიმაჰარიტრა (44, პენ), 0:3 ფალი (57), 1:3 ნიანგბო (59), 1:4 რეზაეი (89, პენ)
გაძევება: მოჰამადი (84, გენტი)
მკითხველის კომენტარები / 24 /
ყაზახეთის სურნელი დგას
თენგიზა ლიპარტელიანი
08 მარტი 2020 10:06
12
ჩაკვე რომ საქართველოში დარჩენილიყო და იმ ფარჩაკ გენტში არ წასულიყო ეხლა რაცაა ასე ვერ იქნებოდა? გამაგებინეთ ერთი რა განვითარდა ამ ევროპაში ჩაკვე რო იძახოდით არიქა ევროპაო ეხლა მალე 22 წლის გახდება და თუ ვერ მოუმატა დარჩება მარად პერსპეატიული ესეც თქვენი ნაადერევი და სულწასული საქმე ღმერთმა ნუ ქნას ეს ბიჭი გაფუჭდეს. მარა შანსი დიდია.
zurabi
08 მარტი 2020 10:04
9
ისე ამბობ,თითქოს ვარსკვლავი იყო და ეხლა ჩაქვრა. ყველას ვეკითხები მისი თამაში გინახავთ ვინმეს? მხედველობაში მაქვს ტოპ გუნდებთან. იქნება მე გამოვტოვე და ვერ ვნახე
დავით 67
08 მარტი 2020 16:39
3
ჩაკვეტაძემ ბოლოს როდის გაიტანა?
lako
08 მარტი 2020 08:56
9
გენტს მოცილდით ბიჭებო.გააკეთეთ მაქსიმუმი რომ ეს გუნდი დატოვოთ და + უკეთეს გუნდში მოხვდეთ.ძალიან ვნერვიულობ ყოველ თქვწნს გენტში გატარებულ წუთებზე.წადით უკეთესი მომავლისთვის
picaso
08 მარტი 2020 08:54
8
დრო უნდა დრო! ამდენხნიანი ტრამვის შემდეგ ესე ჰოპ და ძველებურად ათამაშდეს არაა ეგრე, ზოგს 1 წელი ესაჭიროება ძველი კონდიციების დასაბრუნებლად. ჩვენ გვინდა რომ ფორმა დაიბრუნოს და პლუს მოუმატოს, სხვანაირად ტოპ კლუბში ვერ ვიხილავთ, ამიტომ ვაცადოთ!
სოსო
08 მარტი 2020 04:15
9
ძაან დაბალი დონის გუნდია, გუნდელებიდან მხოლოდ ის კანადელი თუ ჩამაშობს ნორმალურად.. შეიძლება ასეთი გუნდის ლიდერობა უნდა უადვილდებოდეს, თუმცა არ გამოსდის ჩაკვეს.. ვუყურებ თამაშს, ცდილობს, მაგრამ რავიცი რა ვთქვა.. ვერ თამაშობს ნორმალურ დონეზე, ხშირად არ იღებს საკუთარ თავზე..
ზუზუ
08 მარტი 2020 01:54
1
პასს არ აძლევენ ეს ნაბიჭვრები, როგორ გაიტანს? დროზე აახვიე გიო იქედან, არაა გენტი საშენო გუნდი.
08 მარტი 2020 01:42
13
ეხ ვატყობ მოგვიწევს ევროპაზე ვერ მოხვედრის კორონაზე გადაბრალება.დდდდ
Hhh
08 მარტი 2020 01:21
12
რაც დაბრუნდა უკვე მე 11 თამაშია ველოდები ჩაკვეს გოლს მარა სამწუხაროდ ვერ გააქვს და იმედი მაქვს შემდეგ თამაშში მაინც გაიტანს
გიორგი
08 მარტი 2020 01:06
0
ბენზემას მთელი სეზონი ელოდებიან გილი რო გაიტანონ და დიდი ანბავი ჩაკვეს ვერ გააქვს :=/
რომა
08 მარტი 2020 08:18
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული