მაკარიძემ "ვიტორიას" "ბენფიკასთან" ფრე მოაპოვებინა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გიორგი მაკარიძის მორიგი ჩინებული მატჩი

პორტუგალიის ჩემპიონატის 24-ე ტურში გიორგი მაკარიძის "ვიტორიამ" სახლში "ბენფიკასთან" საპატიო ფრეს მიაღწია - 1:1.

ქართველმა მეკარემ არაერთხელ გადაარჩინა თავისი გუნდი და ერთადერთი გოლი პიციმ 51-ე წუთზე პენალტით გაუტანა. სხვათა შორის, პიციმ 76-ე წუთზე მეორე თერთმეტმეტრიანი არაზუსტად შეასრულა.

Goalpoint-მა გიორგის თამაში 7.8 ქულით შეაფასა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. მის შემდეგ ყველაზე მაღალი შეფასება სტუმართა გუნდის ცენტრალურმა მცველმა რუბენ დიასმა მიიღო - 7. შეგახსენებთ, 29 თებერვალს, "პორტიმონენსესთან" შეხვედრაში (0:0) მაკარიძემ კარი მშრალად შეინახა და 23-ე ტურის
სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

"ვიტორია" 28 ქულით მე-11 ადგილზეა და 14 მარტს სტუმრად "მარიტიმოს" შეხვდება.


Sportall.Ge

alt[მკითხველთა ფორუმი] რომელი მეკარე უნდა დააყენოს ვლადიმირ ვაისმა ძირითად შემადგენლობაში?

მკითხველის კომენტარები / 4 /
უდავოა მაკარიძე. კარგად ვიცნობ პორტუგალიის ჩემპიონატს და არც ისე ხელწამოსაკრავია როგორც ზოგიერთს მიაჩნია. სტაბილურად კარგად ატარებს მაკარიძე ამ ჩემპიონატს წელს.
პორტვანო
23:17 09-03-2020
0
მაკარიძე ნამდვილად საუკეთესო სეზონს ატარებს. ლორია ცუდი მეკარე არ არის მაგრამ მე პირადად ნაკრებში ის მეკარე ვინც 5 ბურთი აუტსაიდერ გუნდისაგან გაუშვა კვიპროსში, არ მინდა ძირითადში იყოს.
G.LA
13:12 08-03-2020
0

სიახლეები პოპულარული