ლეგიონის უქმეები - მაკარიძემ "ბენფიკასთან" იფრინა, ექვსი გოლი გავიტანეთ და ორ წითელსაც გამოვრჩით [VIDEO]

AutoSharing Option
საკმაოდ ნაყოფიერი უქმეები გამოვიდა ქართველი ლეგიონერებისთვის, ექვსი გოლი ვიხილეთ სხვადასხვა ჩემპიონატში, თუმცა დადებით მოვლენებს ორი წითელი ბარათიც ახლდა.

აშშ (ემ-ელ-ესი) - გურამ კაშიასა (64 წთ) და ვაკო ყაზაიშვილის (90 წთ) "სან ხოსე" შინ "მინესოტასთან" 2:5 განადგურდა. მატჩის 53-ე წუთზე ვაკო ყაზაიშვილმა გოლი გაიტანა.


ავსტრია (ბუნდესლიგა) - ოთარ კიტეიშვილის (90 წთ) შტურმი "ზალცბურგს" ესტუმრა და 0:2 დამარცხდა. "შტურმი" მე-5 ადგილზეა.

აზერბაიჯანი (პრემიერლიგა) - დავით ვოლკოვის (75 წთ) "ზირა" "საბაილს" ესტუმრა და
3:1 დაამარცხა. პირველი გოლი ქართველმა ფეხბურთელმა მე-13 წუთზე გაიტანა. მისი გუნდი მე-5 ადგილზეა. მერაბ გიგაურის (90 წთ) "გაბალამ" "სუმგაითი" 5:0 გაანადგურა. "გაბალა" ბოლო, მე-8 პოზიციაზეა.

ბელგია (იუპერლიგა) - ქართველების "გენტი" შინ "შარლერუასთან" 1:4 დამარცხდა. ქვილითაია ძირითად შემადგენლობაში იყო და 46-ე წუთზე შეცვალეს, გიორგი ჩაკვეტაძე კი მოედანზე 55-ე წუთზე გამოჩნდა. "გენტი" ჩემპიონატში მეორე ადგილზეა.

კვიპროსი (პირველი დივიზიონი) - თემურ ქეცბაიას "ანორთოსისმა" ლარნაკის აეკ-ი 3:0 დაამარცხა. გიორგი ლორიამ და მურთაზ დაუშვილმა შეხვედრა სრულად ჩაატარეს, ჯანო ანანიძე 55-ე წუთზე შეცვალეს, ნიკა კაჭარავა მოედანზე 70-ე წუთზე გამოჩნდა. ამ შეხვედრაში თორნიკე ოქრიაშვილი გამოირჩეოდა, რომელიც ძირითად შემადგენლობაში იყო და 51-ე წუთზე საჯარიმო დარტყმიდან გოლი გაიტანა. ოქრიაშვილი 81-ე წუთზე შეცვალეს. "ანორთოსისი" ჩემპიონატში მეორე ადგილზეა, "ომონიას" მსგავსად 46 ქულა აქვს, მაგრამ მეტოქე ურთიერთშეხვედრებში სჯობს.


ირაკლი მაისურაძის (90 წთ) "პარალიმნი" შინ "ოლიმპიაკოსთან" ფრეს გამორჩა.

ჩეხეთი ( 1-ლი ლიგა) - ვახტანგ ჭანტურიშვილის (83 წთ) "ზლინი" შინ "ბოჰემიანსთან" 2:3 დამარცხდა. ქართველის გუნდი ჩემპიონატში მე-14 ადგილზეა.

დანია (სუპერლიგა) - ლაშა პარუნაშვილის (76 წთ) "ესბიერგი" სტუმრად "ჰობროს" 1:1 დაუზავდა. "ესბიერგი" ბოლოსწინა, მე-13 ადგილზეა.

საფრანგეთი (ლიგა 2) - ამირან სანაიას (69 წთ) "როდეზმა" "გენგამი" 3:2 დაამარცხა. ქართველის გუნდი ჩემპიონატში მე-16 ადგილზეა.

უნგრეთი (ოტპ ლიგა) - ბუდუ ზივზივაძე "მეზოკოვეშდის" შემადგენლობაში 85-ე წუთზე გამოჩნდა და ზუსტად 5 წუთში, 90-მეტრიანი გარბენის შემდეგ გოლიც გაიტანა. ეს მისი მერვე გოლია ჩემპიონატში და ბომბარდირს ორი გოლით ჩამორჩება. "მეზოკოვეშდი" ჩემპიონატში მე-3 ადგილზეა.


ყაზახეთი (პრემიერლიგა)
  • ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო "ტობოლმა", რომელმაც ყარაღანდის "შახტიორი" 3:1 დაამარცხა. ჯაბა კანკავა (90წთ), ნიკა კვეკვესკირი (90 წთ) და ლუკა ზარანდია (89 წთ) ძირითად შემადგენლობაში იყვნენ. ზარანდიამ 88-ე წუთზე თავი გოლითაც გამოიჩინა.
  • ელგუჯა ლობჯანიძის გოლით მოუგო "ქაისარმა" ლევან კუტალიას პავლოდანის "ირტიშს". ლობჯანიძემ შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა, ხოლო კუტალია მოედანზე 69-ე წუთზე გამოჩნდა.
  • შოთა გრიგალაშვილის (90 წთ) და თამაზ ცეცხლაძის (86 წთ) "ყიზილ-ჟარი" სტუმრად "ასტანასთან" განადგურდა - 0:4. მასპინძელთა გუნდს შოთა გრიგალაშვილი კაპიტნობდა.
ჰოლანდია (ერედივიზიონი) - გიორგი აბურჯანიას (90 წთ) "ტვენტე" სტუმრად "ვიტესთან" 0:1 დამარცხდა. "ტვენტე" ჩემპიონატში მე-14 ადგილზეა.

პოლონეთი (ექსტრაკლასა)
  • ვაკო გვილიას (57 წთ) "ლეგია" შინ "პიასტთან" 1:2 დამარცხდა. მიუხედავად ამისა, დედაქალაქელები ჩემპიონატს ერთპიროვნულად ლიდერობენ.
  • დავით სხირტლაძის (76-ე წუთზე შევიდა მოედანზე) "არკას" გიორგი მერებაშვილის (90 წთ) "პლოცკი" ესტუმრა და 1:2 დამარცხდა. "პლოცკი" ჩემპიონატში მე-10 ადგილს იკავებს, "არკა" - მე-14-ს.
პორტუგალია (პრიმიერა ლიგა) - გიორგი მაკარიძის (90 წთ) "სეტუბალი" შინ "ბენფიკას" 1:1 დაუზავდა. ქართველმა მეკარემ ერთ-ერთი გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა. "სეტუბალი" მე-12 პოზიციაზეა.


რუსეთი (პრემიერლიგა)
  • საბა კვირკველიას "ლოკომოტივმა" შინ "ახმატი" 1:0 დაამარცხა. ქართველი ფეხბურთელი 84-ე წუთზე ხელით თამაშისთვის გააძევეს.
  • გია გრიგალავას (90 წთ) ტულის "არსენალი" სტუმრად "ორენბურგთან" 0:2 დამარცხდა.
  • ანალოგიური ანგარიშით დათმო ჯიმი ტაბიძის (90 წთ) "უფამ" "კრასნოდართან" გასვლითი დაპირისპირება - 0:2.
  • შინ დამარცხდა ქართველების "რუბინიც" "კრილია სოვეტოვთან" - 0:1. ხვიჩა კვარაცხელიამ 45-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია, ზურიკო დავითაშვილმა 90 წუთი ითამაშა.
"ლოკომოტივი" - მე-2 ადგილი, "არსენალი" - მე-6 ადგილი, "უფა" - მე-9 ადგილი და "რუბინი" - მე-14 ადგილი.


ესპანეთი (სეგუნდა დივიზიონი) - გიორგი პაპუნაშვილის "რასინგი" "ნუმანსიას" ესტუმრა და 2:1 დაამარცხა. ქართველი ფეხბურთელი სათადარიგო იყო. მისი გუნდი ჩემპიონატში ბოლო ადგილზეა.

შვედეთი (თასი) - გიორგი ხარაიშვილის (90 წუთი) "გიოტებორგი" შინ "სირიუსს" დაუზავდა - 1:1.

შვეიცარია - კორონავირუსის გამო ჩემპიონატის მატჩები არ ტარდება.

თურქეთი (სუპერლიგა) - საბა ლობჟანიძის (68-ე წუთზე გამოჩნდა მოედანზე) "ანკარაგუჯუ" სტუმრად "ბეშიქთაშთან" 1:2 დამარცხდა. დედაქალაქელები მე-17 პოზიციას იკავებენ. ლევან შენგელიას (72 წთ) "ქონიასპორი" სტუმრად 1:1 დაუზავდა "მალათიასპორს". "ქონიასპორი" მე-15 ადგილზეა.

უკრაინა (პრემიერლიგა)
  • თემურ ჩოგაძის (სათადარიგო) "ოლიმპიკი" სტუმრად "ვორსკლასთან" დამარცხდა - 0:1.
  • ანდრო გიორგაძის (90 წთ) "კარპატი" ლვოვის დერბიში სტუმრად "ლვივს" დაუზავდა - 0:0.
  • დავით ხოჭოლავას (არ უთამაშია) "შახტარმა" სტუმრად მოუგო "კოლოსს" - 4:3.
"შახტარი" პირველ ადგილზეა, "ოლიმპიკი" - ბოლოსწინა, მე-11-ზე და "კარპატი" - ბოლო ადგილზე.

altსაბა კვირკველიამ წითელი ბარათი მიიღო და "ლოკომოტივს" მოაგებინა [VIDEO]

altსლუცკის აზრით, ხვიჩა კვარაცხელია გასაძევებელი არ იყო

altქეცბაია: რატომ ვათამაშე ჯანო? - ვიცი მისი შესაძლებლობები და მნიშვნელობა!

altოქრიაშვილმა გაიტანა - "ანორთოსისმა" აეკ-თან რევანში აიღო [VIDEO]








მკითხველის კომენტარები / 3 /
კარგია კვირკველია რო ლოკომოტივის ძირითადს დაუბრუნდა, დაცვის ბურჯია ჩვენთვის რაც ჰაერივით გვჭირდება პლეიოფებში
irakli
16:00 09-03-2020
0
მაკარიძე იმსახურებს თამაშს. კაშიას რეგრესი კი აშკარაა, ასაკიც თავისას შვება. აჯობებდა ტაბიძეს ან გრიგალავას ეთამაშა, მაგრამ რახან "კაშიაა" მას დააყენებს ვაისი სამწუხაროდ...
miro
14:40 09-03-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული