როგორ თვლით, გასაძევებელი იყო თუ არა კვირკველია? - მსაჯის გადაწყვეტილება გასაჩივრდება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ახმატთან" რუსეთის პრემიერლიგის მე-20 ტურში მოსკოვის "ლოკომოტივის" მცველმა საბა კვირკველიამ 84-ე წუთზე ილინის მიერ ცარიელ კარში დარტყმული ბურთი ხელით შეაჩერა, პირდაპირი წითელი ბარათით გააძევეს, პენალტი კი მეკარე გილერმემ ვიზეუს აუღო. ამასთან დაკავშირებით კომენტარი კვირკველიამ გააკეთა.

"ამ რთულ თამაშში 3 ქულის აღება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ჩვენ ეს შევძელით.

რაც შეეხება ჩემს წითელ ბარათს, ამ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ. გილერმემ გადაგვარჩინა. ის რომ არა, ვერ მოვიგებდით".

მსაჯმა ლევნიკოვმა მატჩის პროტოკოლში აღნიშნა, რომ ფეხბურთელმა მეტოქეს გოლი წესების დარღვევით არ გაატანინა.

"რკინიგზული გუნდი" კვირკველიას გაძევებას უსამართლოდ
თვლის და მიაჩნია, რომ არბიტრს არ უნდა გაეძევებინა.

თუ "ლოკოს" აპელაცია არ დააკმაყოფილეს, საბა "როსტოვთან" მომავალი ტურის შეხვედრას გამოტოვებს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
პირდაპირ ხელზე რო მოხვედროდა გასაძევებელი იყო, უსათუოდ, თუმცა ამ შემთხვევაში ჯერ ფეხით თამაშობს დაფეხიდან ასხლეტილი ბურთი ხვდება ხელზე, ეს კი სულ სხვა სიტუაციაა. კარგად დააკვირდით დინამიკაში.
stig
10 მარტი 2020 10:03
0
ახალი წესებით ხელით თამაში ხელით თამაშია და ვსიო. მასე რო გატაროს მსაჯმა ხელბურთის თამაში დაიწყება საჯარიმოებში.
გოგა
09 მარტი 2020 23:07
4
რა მარჩიელობა უნდა ამას გასაძევებელი იყო, კარში დარტყმულ ბურთს ხელით შეეცვალა მიმართულება , შეიძლება გოლიც გასულიყო. რა უნდა გაასაჩივრონ შიგააქვთ ეტყობა
ემირ
09 მარტი 2020 22:52
5
სწორედ მაგაშია საქმე, რომ "შეეცვალა" და არა "შეუცვალა". არ იყო გასაძევებელი, ეს არ იყო ხელით თამაში და ნუ გერევათ, ახალ რეგულაციაში ყურადღება გამახვილებულია "ხელით თამაშზე", როდესაც ხელი ეძებს ბურთს და არა პირიქით. სამართლიანად დაიდო 11 მეტრიანი, საბას მაქსიმუმ ყვითელი უნდა რგებოდა. გაასაჩივრეს და დაუკმაყოფილებენ კიდეც.
ანესთეზეოლოგი
10 მარტი 2020 00:05
0
საბას ფეხიდან ასხლეტილი ბურთი მოხვდა ხელში. პენალია ულაპარაკოდ, მარა გძევება ფეხიდან ასხლეტილ ბურთზე ძალიან დიდი შეცდომაა. პენალი სავსებით საკმარისი იყო.
G.LA
09 მარტი 2020 22:52
1
პენალტი!!!
ბმბ
10 მარტი 2020 00:13
0
გასაძევებელი იყო. აბა რა უნდა ექნა მსაჯს
გოგა
09 მარტი 2020 21:04
8
რა უნდა ექნა და მხოლოდ 11 მეტრიანი საჯარიმო უნდა დაენიშნა, საბას ხელით არ უთამაშია, მას მუხლიდან ასხლეტილი ბურთი მოხვდა ხელზე. ამიტომ ეს არ იყო "ხელით თამაში". ვისაც გაინტერესებთ წესიერ გამეორებაზე ნახეთ. ეს არის რეალობა, მაგრამ სხვა საქმეა თუ როგორ გამოჩნდა უშუალოდ თამაშის მიმდინარეობისას, დინამიკაში. ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გადამოწმბულიყო.
ანესთეზეოლოგი
09 მარტი 2020 22:21
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული