ჯანო ანანიძე: ჩემი ტრავმა არც ისე სერიოზულია, თუმცა...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "ანორთოსისის" ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ გულშემატკივრებს აცნობა, რომ სერიოზული ტრავმა არ მიუღია და მათ მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.

"კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს გულშემატკივარს, რომელიც ისეთივე გულისტკივილით განიცდის ჩემს წარუმატებლობას, უთამაშებლობას და ტრავმას, როგორც ჩემი ოჯახის თითოეული წევრი, რასაც ძალიან ვაფასებ. ვაფასებ და ყოველთვის ვგრძნობ თქვენ გვერდში დგომას და მხარდაჭერას.

ახლა რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას დაშავების შესახებ, სიმართლეს შეესაბამება და სამწუხაროდ, ამ ტრავმის გამო მომიწევს საქართველო-ბელარუსის უმნიშვნელოვანესი მატჩის გამოტოვება, რაც ჩემთვის ძალიან მძიმე დარტყმაა. თუმცა, აქვე უნდა ვთქვა, რომ
ტრავმა არც ისე სერიოზულია, როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

საბედნიეროდ, მუხლის მყესი გაწყვეტილი არ არის, მხოლოდ დაჭიმულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთთვიანი ფიზიოთერაპიის კურსის გავლის შემდეგ მინდორზე დაბრუნება შესაძლებელი იქნება. კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით გვერდში დგომისთვის და გულწრფელი მხარდაჭერისთვის", - წერს ანანიძე "ინსტაგრამზე".

მკითხველის კომენტარები / 8 /
ჯანო, ჯანი მოიკრიბე შვილო! არაფრის შეგეშინდეს! ბოლომდე იბრძოლე! მაინც დადგები ფეხზე! მაინც ითამაშებ ფეხბურთს!
TanoLife
12 მარტი 2020 21:23
0
წარმატებებს გისურვებ, ჯანო! მთავარია გული არ გაიტეხო, მართლა გჯეროდეს, რომ უამრავი გულშემატკივარი გყავს საქართველოში. იმკურნალე, ივარჯიშე, ფორმა აღიდგინე და მჯერა ევროზე ისე გაიბრწყინებ, ფედუნი იდაყვებს დაიკბეჩს :))). გვჯერა შენი, გვიხარია შენი თამაშის ყურება. და ევროზე გაგვახარე მაგრად!
alexandre
12 მარტი 2020 11:18
1
იმის ნაცვლად რომ გაამხნევო ადამიანი ასეთ დროს, რა დონის არაადამიანური გრძნობების მატარებელი უნდა იყო, ასეთი კომენტარები რომ დადო.თუმცა არა მგონია ამ ადამიანებს შორის ვინმე "ნაღდი" ქართველი იყოს. კრიტიკა ყოველთვის კარგია, თუნდაც გამოფხიზლებიდათვის, მაგრამ ვინმე ვახოდა და გიორგის პასკვილებდ, კრიტიკასთან არანაირი კავშირი არა აქვს. ჯანოს კი რა თქმა უნდა, მალე მწყობრში ჩადგომას უსურვევ.
ზაალი
12 მარტი 2020 10:09
2
გამოჯამრთელდები და იმაზე მაგარ ფეღბურთს ითამაშებ რაც კი ოდესმე გითამაშია წარმატებებს გისურვებ ჯანო
a
12 მარტი 2020 10:09
1
ბათუმის "დინამოში" წასულიყო, ჯობდა. ევროთასებზე დაეხმარებოდა გუნდს. თუმცა, ანაზღაურებამ გადაწყვიტა სად ეთამაშა.
მერაბი
12 მარტი 2020 09:51
21
დამთავრებულია ამის ფეხბურთი.ტრავმას ვერ აცდა ვერცერთი ქართველი ფეხბურთელი
ვახო
12 მარტი 2020 09:09
23
ჯანო დარჩება მუდამ პერსპექტიულ მოთამაშედ.არაფერი გამოვა მისგან.
სტატუს ქუო
12 მარტი 2020 08:58
18
კარგია,რომ არ ითამაშებ,ისე დიდი ხანია დროა დაანებო თამაშსთავი.
გიორგი
12 მარტი 2020 08:32
28
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული