ოთარ კაკაბაძე: შვეიცარიიდან ცუდი ამბით გერთვებით...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და შვეიცარიული "ლუცერნის" მარჯვენა მცველი ოთარ კაკაბაძე "პირველი არხის" გადაცემა "ტაიმაუტს" შვეიცარიაში არსებულ სიტუაციაზე ესაუბრა.

"სამწუხაროდ, შვეიცარიიდან ცუდი ამბით გერთვებით. მიუხედავად იმისა, რომ ლუცერნში კორონავირუსით დაინფიცირებულთა მაჩვენებელი 10-მდეა, სხვა ქალაქებში მათი რაოდენობა გაცილებით მეტი გახლავთ.

ამ მიზეზით ის საჯარო და სპორტული ღონისძიებები, რომლებსაც 1000-ზე მეტი ადამიანი ესწრება, 1-ელ აპრილამდე გადაიდო. თუ ამ ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა და სიტუაცია არ შეიცვალა, არის საუბარი იმაზე, რომ სეზონი დასრულდეს.

ამის მიუხედავად, ჩვენი გუნდი აგრძელებს მომზადებას ამხანაგური თამაშებისათვის და ყველა მოლოდინის რეჟიმში
ვართ. აღსანიშნავია ის, რომ საზოგადოებაში დაძაბულობა საერთოდ არ იგრძნობა.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, ძალიან სამწუხაროა, რომ იმ შეხვედრის ჩატარება, რომელსაც ამდენი ხანი ველოდით, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.

დარწმუნებული ვარ, რომ სახელმწიფო, ფეხბურთის ფედერაცია და უეფა ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რომელიც ჩვენი გულშემატკივრებისა და ფეხბურთელების ჯანმრთელობისთვის იქნება უკეთესი.

რაც შემეხება მე, გუნდთან ერთად ვარჯიში დავიწყე, თავს კარგად ვგრძნობ და ვცდილობ, საქართველოს ნაკრების ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მატჩს ფორმაში შევხვდე", - აღნიშნა ოთარმა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული