კვირკველიას და ტაბიძის მორიგი კარგი მატჩები

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგაში საქართველოს ნაკრების მცველებმა საბა კვირკველიამ და ჯიმი ტაბიძემ ითამაშეს.

კვირკველიას "ლოკომოტივმა" გასვლაზე 3:1 მოუგო "როსტოვს" (მატჩს 30 127 მაყურებელი დაესწრო), 41 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ "ზენიტს" 9 ქულით ჩამორჩება და 21 მარტს "ორენბურგს" უმასპინძლებს.

კვირკველიამ, რომელსაც გასულ ტურში მიღებული წითელი ბარათი გაუუქმეს, ზედიზედ მესამე შეხვედრა ჩაატარა შეუცვლელად.

ტაბიძის "უფამ" ისევ ნულოვან ფრეს მიაღწია სტუმრად - ამჯერად ცსკა-სთან, 27 ქულით მეცხრე პოზიციაზეა და 22 მარტს "ტამბოვს" მიიღებს.

ტაბიძემაც კვლავ შეუცვლელად იასპარეზა და ისევე, როგორც "ზენიტთან" შეხვედრაში, უშეცდომოდ გაისარჯა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
რომ წერთ ასაკშია კვირკველიაო 28 წლის ბიჭი როგორ არის ასაკში? ასაკშია კაშია და კანკავა საფეხბურთო თვალსაზრისით საუკეთესო ასაკშია კვირკველია და ჩემი აზრით ამ ფორმაცის საქართველოს ნაკრების საუკეთესო ფეხბურთელია შემდგარი საკლუბო დონეზეც და თავისი სათქმელიც აქვს უკვე კლუბში ნათქვამი ძირითადის ფეხბურთელია და ტიტულიც აქვს საკლუბო დონეზე ნეტავ კიდევ გამრვალდნენ კვირკველიასავით წარმატებული ქართველი ფეხბურთელები ოღონდ უკვე ევროპისკენ.
გიორგი
01:29 16-03-2020
0
ყოჩაღ, კარგია რო ფორმაში შედიან წარმატებები
irakli
23:45 15-03-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული