რა იქნება შემდეგ?! - კორონავირუსის დამარცხების მერე ქართველი ლეგიონერების ტრანსფერები უფრო რთული იქნება

AutoSharing Option
169 126 დაინფიცირებული და 6 492 გარდაცვლილი - ასეთი იყო კორონავირუსის ბოლო მონაცემები, როდესაც ამ სტატიის წერა დავიწყეთ.

მსოფლიო დიდ უბედურებას ებრძვის და რა თქმა უნდა, ყველამ ვიცით, რომ ეს ადრე თუ გვიან ხალხის გამარჯვებით დასრულდება, თუმცა, სამწუხაროდ, იქამდე ამ ვერაგ დაავადებას ადამიანების სიცოცხლე ეწირება.

სიმართლე გითხრათ, ასეთ დროს სპორტზე საუბარი და მით უმეტეს, რაიმე თემის განხილვა მის გარშემო მეორე პლანზე გადადის, მაგრამ ეს სპორტული საიტია და ვალდებულნი ვართ, ამ თემის გარშემო ვიტრიალოთ.

მოგეხსენებათ, კორონავირუსი თითქმის მთელ მსოფლიოში არის მოდებული
და რა თქმა უნდა, ის იმ ქვეყნებსაც უტევს, სადაც ქართველი ლეგიონერები თამაშობენ.

მაგალითისთვის, ძალიან მძიმე მდგომარეობაა ესპანეთსა და შვეიცარიაში... როგორც იცით, ამ მძიმე პერიოდში ყველანაირი სპორტული აქტივობა გაჩერებულია და არც არავინ იცის, როდის განახლდება.

მიდის საუბარი უკვე იმის შესახებაც, რომ მიმდინარე სეზონები შესაძლოა, სულაც გააუქმონ და ჩემპიონატები პირდაპირ ახლიდან დაიწყოს.

რას მოუტანს ეს ქართველ ლეგიონერებს? რა თქმა უნდა, ბოლო წლების აქტუალური თემა გიორგი ჩაკვეტაძე და მისი ტრანსფერია. ყველა ელოდა და აგენტის მიერაც იყო დაანონსებული, რომ ის ზაფხულში გუნდს შეიცვლიდა.

ბელგიის ჩემპიონატი ახლა გაჩერებულია და ჯერჯერობით ცნობილი არაა, როდის განახლდება, თანაც ჩვენებური ნელ-ნელა ფორმაში შედიოდა და ეს ცუდი ფაქტიც სწორედ ახლა დაემთხვა.

საინტერესოა, თუ ბელგიაში პაუზა დიდხანს გაიწელება, ან უარეს შემთხვევაში, ჩემპიონატი სულაც შეწყდება, რა ბედი ელით მაშინ ჩაკვეტაძესა და ქვილითაიას?

მოგეხსენებათ, ახალგაზრდა ქართველ ტალანტს ხშირად სერია A-ს უკავშირებდნენ, მაგრამ იტალიაში ახლა ფეხბურთისთვის არავის რომ არ სცხელა, ფაქტია და ამ ვირუსის გადავლის შემდეგაც არავინ იცის, რას იზამენ კალჩოს გუნდები, რომლებიც სავარაუდოდ, დიდ ფინანსურ კრიზისში იქნებიან.

რა თქმა უნდა, ეს სტატია მარტო გიორგი ჩაკვეტაძეს არ შეეხება და ყველა ლეგიონერი იგულისხმება. უბრალოდ, ყველა მათგანზე საუბარი შორს წაგვიყვანს და ელემენტარული ფაქტი და მაგალითი მოგიყვანეთ იმისა, თუ როგორი იქნება საფეხბურთო ცხოვრება და სატრანსფერო ბაზარი კორონავირუსის შემდეგ.

მაგალითად, ესპანეთში კორონავირუსის გამო საშინელი მდგომარეობაა და დიდი ალბათობით, საფეხბურთო ჩემპიონატებიც მინიმუმ 1,5-2 თვე არ განახლდება. ასეთ ვარიანტში საინტერესოა, რა ბედი ეწევა გიორგი პაპუნაშვილს, რომელიც ფორმაში შესასვლელად სანტანდერის "რასინგშია" განათხოვრებული.

საინტერესოა ისიც, რომ თუ მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, შესაძლოა, ესპანეთში ჩემპიონატი სულაც გააუქმონ.

მოკლედ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, მთავარი ადამიანების ჯანმრთელობა და შემდეგ რაიმე სპორტული აქტივობა თუ ტრანსფერია, თუმცა ისიც სათქმელია, რომ ამ უბედური ვირუსის დამარცხების შემდეგ ქართველი ფეხბურთელების რაიმე სერიოზულ ტრანსფერებსა და კარგ გუნდებში გადასვლაზე საუბარი უფრო რთული იქნება, ვიდრე აქამდე იყო.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ამ ზაფხულს არამგონია ჩაკვე ვინმეს ეყიდა,ჯერ გენტშიც არ დაუმტკიცებია არაფელი,მეორე საკითხია,რო ეს შეუძლია და მომავალში უკეთეს გუნდში ვიხილავთ. იგივე მეთქმის სხვა ქართველ ლეგიონერებზეც. ჯერ სადაც არიან იქ უნდა დამტკიცონ,რო უკეთეს ჩემპიონატს და გუნდს ომსახურებენ. წარმატებებს ვუსურვებ ყველას.
გოგა
15:09 16-03-2020
2
მარტო ჩვენს ფეხბურთელებს ებრძვის კორონა?
გრიგოლ1408
14:46 16-03-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული